Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯვრის მონასტრის წინამძღვრის პირველი კომენტარი

16 იანვარი, 2019 19:22

ჯვრის მონასტრის წინამძღვარი კონსტანტინე ჯინჭარაული „რუსთავი 2-თან“ მონასტრის დაკეტვის შესახებ საუბრობს. შეკითხვაზე, მოვაჭრეების დაბრუნების შემთხვევაში ისევ ჩაიკეტება თუ არა მონასტერი, ის პასუხობს, რომ ეს არ უნდა მოხდეს, რადგან გარევაჭრობა უკანონოა.

„21 წელი აქ ვარ ხო? ეგ რომ მდომოდა, ჩვენ ვერ გავაკეთებდით? გავაკეთებდით 10-ჯერ უკეთეს შენობა-ნაგებობებს და სადაც იქნებოდა კაპიტალურად ყველაფერი. მაგის ინტერესი რომ მქონდეს. გადაწყვეტილების მიღება რომ მოხდა, მე მორჩილებს ვუთხარი, თუ რამეს გკითხავენ, თქვენი პასუხი იქნება „დაკეტილია ტაძარი, მიზეზი ამ ტაძრის დაკეტვისა იცის მცხეთის მერმა.“ რატომ მიგვიყვანეს მაგ ზომამდე? მიღებული ფორმით ვთხოვდით 2 წელი, რომ ეს გაეკეთებინათ. ამბობს ახლა მცხეთის მერი, კაპანაძე, მაბრალებენო. კი არ ვაბრალებთ, უმოქმედობას ვაბრალებთ. კი არ ვაბრალებთ, ეგრეც არის. ვიყავით პრემიერ მინისტრ კვირიკაშვილთან, ინფრასტრუქტურის მინისტრ ალავიძეს დაურეკა მაშინ, უთხრა რომ ეს პრობლემა ჯვრის მონასტერზე მას ეხებოდა და რაღაც უნდა ვიღონოთო, გავაკეთოთო, რომ იქ მოწესრიგდეს. მაგრამ ვერაფერიც ვერ მოწესრიგდა,“ - აცხადებს მამა კონსტანტინე ჯინჭარაული  

ჯვრის მონასტრის წინამძღვრი აცხადებს, რომ მონასტრის დახურვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ამცნეს საპატრიარქოს. 

ჯვრის მონასტერი 3 დღის განმავლობაში დაკეტილი იყო და დღეს გაიხსნა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^