კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განცხადებას ავრცელებს დიღომში მომხდარი აფეთქების შესახებ.
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მუშაობს საგანგებო რეჟიმში. ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება. კომპანიის ხელმძღვანელები პირველივე წუთებიდანვე იმყოფებიან შემთხვევის ადგილზე. დეტალების დაზუსტების შემდეგ გაკეთდება ოფიციალური განცხადება. კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს", - ნათქვამია განცხადებაში.
-------------------------------------------
დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების საქმეზე „ყაზტრანსგაზ თბილისის“ წარმომადგენლებს პოლიციაში დაკითხავენ, – ამის შესახებ ინფორმაცია „ლიბერალს“ შსს-ში უთხრეს. მათი ინფორმაციით, დაკითხვა რამდენიმე წუთში დაიწყება.
დიდ დიღომში დღეს მომხდარიო აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი. არსებული ინფორმაციით, დაშავდა 7 ადამიანი, აქედან 6 ბავშვია. აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
კორპუსში მცხოვრები ადამიანები ჟურნალისტებთან ამბობენ, რომ კორპუსში დღის განმავლობაში გაზის სუნი იდგა, გამოიძახეს კომპანიის წარმომადგენლები, თუმცა მათ ვერაფერი აღმოაჩინეს და უკან გაბრუნდნენ.