Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ინტენსიური თოვის გამო საავტომობილო გზებზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა - შსს

17 იანვარი, 2019 20:12

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ცნობით,  მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილების, ინტენსიური თოვის, ლიპყინულისა და  ზვავსაშიშროების გამო, ზოგიერთ რეგიონში, საავტომობილო გზებზე გარკვეული  შეზღუდვები დაწესდა. 

შსს-ს ცნობით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 45კმ-დან 65-ე კილომეტრამდე მონაკვეთი (სოფ.  იგოეთთან) ამინდის გაუარესების გამო მოყინულია და ავტომანქანების  გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ.

იგოეთთან ერთმანეთს 20-ზე მეტი მანქანა დაეჯახა - შსს

„შესაბამისი  სამსახურების მიერ ინტენსიურად მიმდინარეობს გზის საფარზე ტექნიკური 
მარილის დაყრა და გაწმენდითი სამუშაოები. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები  მძღოლებს ადგილზე საგზაო მოძრაობის არსებული მდგომარეობის შესახებ აწვდიან  ინფორმაციას. საპატრულო პოლიციის რეკომენდაციით, აღნიშნულ მონაკვეთებზე  გადაადგილება რეკომენდებულია ზამთრის საბურავებით და დაბალი სიჩქარით“,-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

ასევე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია გუდაური (ფოსტა) - კობის  მონაკვეთზე და ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე; თბილისის  შემოვლით გზაზე  კი იკრძალება მხოლოდ სატვირთო ავტომანქანების  გადაადგილება.
 
შსს მოუწოდებს მოქალაქეებს დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების  მითითებებს და მაქსიმალურად დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^