Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კალაძე: გარკვეული ჯგუფები ჩემი და მერიის დისკრედიტაციას ცდილობენ

18 იანვარი, 2019 11:53

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებას გარკვეული ჯგუფები მერიას უკავშირებენ. ისინი, კალაძის აზრით, პოლიტიკური მიზნებით თუ არაკვალიფიციურობით პირადად მისი და მერიის დისკრედიტაციას ცდილობენ.

„ამ ემოციურ ფონზე გამოჩნდნენ გარკვეული პირები, დაჯგუფებები, რომლებიც არაკვალიფიციურობის გამო თუ პოლიტიკური მოტივით, მე უფრო ორივე მგონია, ცდილობენ, ცრუ ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას და ცდილობენ ამ ტრაგედიით პოლიტიკურ სპეკულაციას, აქვთ მცდელობა მერიის და პირდადად ჩემი დისკრედიტაციის. პირდადად მე მაკავშირებენ აფეთქებასთან, აკავშირებენ მერიას და მერიის სამსახურებს.

თუმცა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს არ მივცემთ საშუალებას, მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში, მიაწოდონ ცრუ ინფორმაციები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოსახლეობამ იცოდეს სიმართლე“, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე კალაძემ.

თბილისის მერმა ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დაადანაშაულა. მისი თქმით, ამ ტელევიზიამ აფეთქება შენობის ექსპლუატაციაში შესვლას დაუკავშირა, რაც სიმართლე არ არის.

„ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში და ეს სიახლე არ არის, ამ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკა დაფუძნებულია სიცრუეზე. ეს ვიცით ჩვენ, არაერთხელ გამოგვიჭერია ტყუილში. გავიდა სიუჟეტი, რომელშიც მომხდარი ტრაგედია შენობის ექსპლუატაციაში მიღების საკითხს დაუკავშირეს, თანაც ექსპლუატაციაში მიღებამდე, საცხოვრებელ კორპუსებში მოსახლეობის ცხოვრების ფაქტი სრულიად უაპელაციოდ და გაუგებრად მიაბეს მათივე გამოგონილ გაუგებარ ვითომდა კორუფციულ სქემას. თითქოს შენობა-ნაგებობა, რომელიც ექსპლუატაციაში არ არის მიღებული და იქ ცხოვრობენ ადამიანები, ეს არის რაღაც კორუფციული სქემა თითქოს“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მოქმედი კანონმდებლობით, შენობაში ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოება შენობის ექსპლუატაციაში შესვლასთან არანაირ კავშირში არ არის. ხოლო ამ კორპუსის ექსპლუატაციაში შესვლა ისედაც რამდენიმე დღეში იგეგმებოდა.

ასევე მერიის ზედამხედველობის კომპეტენციაში არ შედის ბუნებრივი აირის ქსელის შემოწმება. ისევე როგორც ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის ქსელებზე პასუხისმგებლობა კახა კალაძის თქმით, ენერგოკომპანიებს ეკისრება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^