Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დაკავებულები არიან „ყაზტრანსგაზის" სწრაფი რეაგირების ჯგუფის თანამშრომლები - შსს

18 იანვარი, 2019 14:44

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩა N8-ში, საცხოვრებელ  კორპუსში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქების ფაქტზე, 
მოსამართლის განჩინების საფუძველზე,  ორი პირია დაკავებული. 

მათი ინფორმაციით, დაკავებულები არიან „ყაზტრანსგაზის" სწრაფი რეაგირების ჯგუფის  თანამშრომლები - 1957 წელს დაბადებული ვ.მ. და 1991 წელს დაბადებული თ.ტ.,  რომლებიც 2019 წლის 16 იანვარს აღნიშნულ მისამართზე, აფეთქებამდე რამდენიმე  საათით ადრე, კორპუსის მცხოვრებლების გამოძახების შედეგად მივიდნენ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ავთანდილის ქუჩა N8-ში მცხოვრებმა მოქალაქეებმა  აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე „ყაზტრანსგაზის“ ცხელ ხაზზე დარეკეს და  დახმარება ითხოვეს, რადგან  კორპუსში ბუნებრივი აირის ძლიერი სუნი  იგრძნობოდა და ეჭვი ჰქონდათ, რომ გაზი ჟონავდა. ადგილზე მისულმა  „ყაზტრანსგაზის“ სპეციალისტებმა - ვ.მ.-მ და თ.ტ.-მ კორპუსში  გაზგაყვანილობა არაჯეროვნად შეამოწმეს, მოსახლეობას კი განუმარტეს, რომ  კორპუსში გაზის სუნი არ იყო და საღებავის სუნში ეშლებოდათ. სპეციალისტების 
წასვლის შემდეგ, რამდენიმე საათში მოხდა აფეთქება. აფეთქების შედეგად  გარდაიცვალა 4 ადამიანი, რომელთა შორის ერთი მცირეწლოვანია“, - ნათქვამია გავრცელებულ განხცადებაში, 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 220-ე მუხლებით გრძელდება.  

„დანიშნულია: სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, სახანძრო-ტექნიკური  ექსპერტიზა, აფეთქების მიზეზების გამომწვევი ტექნიკური ექსპერტიზა,  საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზა და ტექნიკური ექსპერტიზა, რომელთა დასკვნის  საფუძველზე გამოიკვეთება აღნიშნულ დანაშაულთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი  სხვა პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი და გატარდება  შესაბამისი ზომები“, - წერია განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^