Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კრედიტებს სისტემის გაუქმება და სწრაფი გადაადგილება პროფესიაში - ცვლილებები სქემაში

18 იანვარი, 2019 15:32

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში დაგეგმილ ცვლილებებზე დღეს განათლების სამინისტროში პრეზენტაცია გაიმართა.

ცვლილებებიდან ერთ-ერთი მთავარი კრედიტების დაგროვების სისტემის გაუქმებაა. ასევე, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ბერიკა შუკაკიძის თქმით, პროფესიაში გადაადგილება უფრო სწრაფი გახდება.

კრედიტების სისტემის გაუქმება და გამოცდები სტატუსის ასამაღლებლად

დღეს მოქმედი სისტემით, მასწავლებელმა ერთი საფეხურიდან მეორეზე გადასასვლელად უნდა დააგროვოს სქემით განსაზღვრული კრედიტების გარკვეული რაოდენობა და მხოლოდ ასე მოახერხებს დაწინაურებას, ანუ ახალი სტატუსის მიღებას.

ახალი ცვლილებებით, მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში დაწინაურება, ანუ სტატუსიდან  სტატუსზე გადასვლა გამოცდის ჩაბარების გზით იქნება შესაძლებელი.

პროფესიაში სწრაფი გადაადგილება - სქემით განასაზღვრული საფეხურების გავლა სავალდებულო აღარ იქნება

ასევე, უქმდება სქემით განსაზღვრული სავალდებულო საფეხურების გავლა კერძოდ, დღეს პრაქტიკოსი მენტორის სტატუსის მქონე რომ გახდეს, უნდა გაიაროს სქემით განსაზღვრული საფეხურები, ჯერ მიიღოს უფროსის სტატუსი, შემდეგ - წამყვანის და ბოლოს ეძლევა მენტორის სტატუსის მიღების შესაძლებლობა.

ახალი ცვლილებებით, როგორც ეს ბერიკა შუკაკიძემ განმარტა მედიასთან, მაგალითად, პრაქტიკოსის სტატუსის მქონე პირი, თუ ის მიიჩნევს, რომ მენტორისთვის შესაბამის უნარები და ცოდნა აქვს, ჩააბარებს მენტორის გამოცდას და, წარმატების შემთხვევაში, მიიღებს სტატუსს.

კონკრეტულად რა ვადებში გატარდება ცვლილებები  ? 

ბერიკა შუკაკიძის თქმით, მიმდინარე წლის ივნისამდე იმ პირებს, ვინც სხვადასხვა სტატუსის ფარგლებში აგროვებდა კრედიტებს, შეუძლიათ, გააგრძელონ მუშაობა ამ მიმართულებით, ყველა საჭირო კრედიტი დააგროვონ და ივნისში შეეცვლებათ სტატუსი.

მისი თქმით, ამ შესაძლებლობას ტოვებენ, რადგან არ იქნება სამართლიანი, რომ იმ პედაგოგებს წყალში ჩაეყაროთ შრომა, რომლებმაც სტატუსის შესაცვლელად იშრომეს.

 2019 წლის სექტემბრიდან სტატუსზე გადასვლა მხოლოდ გამოცდის ჩაბარების გზით იქნება შესაძლებელი. როგორც ამ ეტაპზე ირკვევა, იქნება პრაქტიკოსის, უფროსის, წამყვანისა და მენტორის გამოცდები.

გამოცდების ფორმატზე დამატებით კითხვებს ამ ეტაპზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი ვერ პასუხობს. მათი თქმით, მეტი დეტალი თებერვალში გახდება ცნობილი.

სტატუსის შენარჩუნება/ დაკარგვა - რა იცვლება ამ მიმართულებით ?  

ბერიკა შუკაკიძის თქმით, 2020 წლიდან მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაში ჩაერთვება სკოლა.

კერძოდ, სკოლებში შეიქმნება სპეციალური სამსახური, რომელიც თითოეულ მასწავლებელს ყოველწლიურად განუსაზღვრავს პროფესიული განვითარებისთვის გასავლელ აქტივობებს და ამ აქტივობების გავლით პედაგოგი შეძლებს მოპოვებული სტატუსის შენარჩუნებას.

ბერიკა შუკაკიძის თქმით, სტატუსის შესანარჩუნებლად პედაგოგებმა პროფესიულ საჭიროებები სკოლასთან  ერთად უნდა გასაზღვრონ, შეადგინონ გეგმა და ამ აქტივობების/ ტრენინგების გავლით შეინარჩუნონ სტატუსი.

ბერიკა შუკაკიძის თქმით, მოხდება პილოტირება დაკვრივება აღნიშნული მოდელის.

თებერვალში უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 თებერვალი
17 თებერვალი

„შეწყდეს ძველი ბათუმის ნგრევა" - აქციები ...

ქალაქ ბათუმისთვის ავთენტური იერსახის შენარჩუნების მოთხოვნით თბილისსა და ბათუმში საპროტესტო აქციები გაიმართა.  აქცი ...
17 თებერვალი
17 თებერვალი

სააკაშვილი: გენეტიკურმა ტესტმა აჩვენა, რ ...

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ გენეტიკური ტესტი გაიარა, რომლითაც დამტკიცდა, რომ 99%-ით ქართველი ...
17 თებერვალი
17 თებერვალი

:პრემიერი: TBC-ის თემის ანაკლიის პორტთან ...

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძის თქმით, „თიბისი ბანკის" იგრგვლივ განვითარებული მოვლენების ანაკლიის პორტთან და ...
^