Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბახტაძე: იანვრიდან სოციალურად დაუცველებს მუშაობის დაწყების გამო დახმარება არ მოეხსნებათ

18 იანვარი, 2019 17:28

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის თქმით, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში სოციალური შემწეობა ერთი წლის განმავლობაში დარჩებათ. მეორე წლის განმავლობაში კი შეუნარჩუნდებათ ყველა არამონეტარული შეღავათი. ინიციატივა ამ თვიდან ამოქმედდება.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც დარწმუნებული ვარ, ჩვენ დაგვეხმარება სიღარიბესთან ბრძოლაში. მე მინდა, მოვუწოდო ყველა ჩვენს მოქალაქეს, რომლებიც იღებენ სოციალურ შემწეობას, რომ აქტიურად ისარგებლონ ამ შეღავათით. მინდა ყველას შევახსენო, რომ აღნიშნული ინიციატივა ვრცელდება  იმ ოჯახებზე, რომელთა ქულების რაოდენობა მონაცემთა ბაზაში არ აღემატება 100 000 ქულას.

ამასთან ერთად, დღესვე გამოდის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ბავშვებისთვის, რომლებიც ამ  ოჯახებში იზრდებიან, ჩვენ ხუთჯერ გავზრდით ფინანსურ დახმარებას 10 ლარიდან 50 ლარამდე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.               

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^