Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სასამართლომ „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

20 იანვარი, 2019 15:14

დიდ დიღომში აფეთქების საქმეზე  „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილ ორ თანამშრომელს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ.

გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა მიიღო. დაცვის  მხარე მოითხოვდა, ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდებინათ. 

დიდი დიღომში გაზის დაგროვებით გამოწვეულ აფეთქების საქმეზე დაკავებულ ყაზტრანსგაზის თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილს და ვაზელ მამადიანს ბრალი გუშინ, 19 იანვარს წარუდგინეს. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. პროკურატურა მათ სამსახურებრივ გულგრილობას ედავება. 

ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილი და აღნიშნული ბრალი 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

16 იანვარს, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 აგვისტო
23 აგვისტო

ია კერზაიას საქმეზე პროკურატურამ გამოძიე ...

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უწყებაში ჩატარებული გამოძიების შედეგად, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ინს ...
23 აგვისტო
23 აგვისტო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მო ...

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი  ამირან გამყრელიძე &n ...
23 აგვისტო
23 აგვისტო

არხანგელსკის ბირთვული ინციდენტი

8 აგვისტოს რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში, არხანგელსკის სამხედრო ბაზაზე მომხდარი აფეთქების გამომწვევი მიზეზებისა და შედეგებ ...
^