Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვის მოუსმინეს 2018 წელს ოფიციალურად

22 იანვარი, 2019 12:25

უზენაესი სასამართლოს სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის 9 თვეში სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში სულ 768 შუამდგომლობა შევიდა, საიდანაც 690 დაკმაყოფილდა, 49 კი არ დაკმაყოფილდა (29 ნაწილობრივ);

უზენაეს სასამართლმოს შუამდგომლობები წარმოდგენილი აქვს ასევე დანაშულის კვალიფიკაციის მიხედვით. 2018 წლის 9 თვეში ყველაზე მეტი შუამდგომლობა დაკმაყოფილდა 223 პრიმა მუხლზე, რაც „ქურდული სამყაროს“ წევრობა, „კანონიერი ქურდობას“  ითვალისწინებს.

შემდეგ მოდის თაღლითობის მუხლი (სსკ-ის 180-ე მუხლი) - 71 შუამდგომლობა დაკმაყოფილდა;

ქრთამის აღება (სსკ-ის 338-ე მუხლი) – 62 შუამდგომლობა დაკმაყოფილდა;

გამოძალვა (სსკ-ის 181-ე მუხლი) – 65 შუამდგომლობა დაკმაყოფილდა;

ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება - (სსკ-ის 260-ე მუხლი) – 45 შუამდგლომლობა დაკმაყოფილდა;

ჩამონათვალს შორისაა შემდეგი მუხლები:

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება) ( სსკ-ის მუხლი 194-ე მუხლი) – 10 შუამდგლომლობა დაკმაყოფილდა;

ემოქმედების განხორციელება გამოსაკითხ პირზე, მოწმეზე, დაზარალებულზე, ექსპერტზე ან თარჯიმანზე (სსკ-ის 372-ე მუხლი) - დაკმაყოფილდა 13 შუამდგომლობა;

პროსტიტუციაში ჩაბმა (სსკ-ის 253-ე) - დაკმაყოფილდა 4 შუამდგლომლობა;

კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა (სსკ-ის 158-ე მუხლი) - დაკმაყოფილდა 2 შუამდგლომლობა;

თავისუფლების უკანონო აღკვეთა  (სსკ-ის 143-ე მუხლი) - დაკმაყოფილდა 12 შუამდგომლობა და ა.შ.

2017 წელს - სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში სულ 548 შუამდგომლობა შევიდა, საიდანაც 499 დაკმაყოფილდა, 27 კი არ დაკმაყოფილდა (22 ნაწილობრივ დაკმაყოფილდა);

2016 წელს - სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში სულ 401 შუამდგომლობა შევიდა, საიდანაც 315 დაკმაყოფილდა, 56 კი არ დაკმაყოფილდა (30 ნაწილობრივ დაკმაყოფილდა);

2015 წელს - სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში სულ 362 შუამდგომლობა შევიდა, საიდანაც 257 დაკმაყოფილდა, 61 კი არ დაკმაყოფილდა (44 ნაწილობრივ დაკმაყოფილდა);

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^