Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ე.წ. „რეფლექტორი" სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი დანადგარია - „ვარკეთილაირი“

22 იანვარი, 2019 13:49

თბი­ლის­ში, ვარ­კე­თი­ლის და­სახ­ლე­ბა­ში, სავარაუდოდ, ბუ­ნებ­რი­ვი აი­რით ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის შე­დე­გად გუშინ ორი ადამიანი გარ­და­იც­ვა­ლა.

„ვარკეთილაირმა" გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ სიკვდილი, სავარაუდოდ, ინტოქსიკაციამ, ე.წ. CO-ს გაჟონვამ გამოიწვია და ბინაში მოქალაქეს დამონტაჟებული ჰქონდა არასტანდარტული გამათბობელი (ე.წ. რეფლექტორი).

„შპს „ვარკეთილაირი“ ბუნებრივი აირის მომხმარებელთა საყურადღებოდ კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ე.წ. „რეფლექტორი" ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი დანადგარია. იგი შთანთქავს ოთახში არსებულ ჟანგბადს და გამოყოფს ჯანმრთელობისთვის საშიშ ნახშიროჟანგს. თუ ამ დროს ოთახი ინტენსიურად არ ნიავდება, რამდენიმე საათში ადამიანი ითენთება, იძინებს და საბოლოოდ ფატალური შედეგიც დგება."

კომპანია მოუწოდებს აბონენტებს, არ დაამონტაჟონ საცხოვრებელ ბინაში კუსტარული დანადგარები და მიმართავს  „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, მიიღოს შესაბამისი დადგენილება, რომლითაც ბუნებრივი აირის მომხმარებლებს აეკრძალებათ არასტანდარტული გაზის დანადგარების ბინაში დამონტაჟება, ხოლო ბუნებრივი აირის გამანაწილებელ კომპანიებს დაევალებათ, რომ არასტანდარტული გაზის დანადგარის აღმოჩენის შემთხვევაში დააჯარიმონ მათი მფლობელები (ბიუჯეტის სასარგებლოდ).

შპს „ვარკეთილაირი“ სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და და გულწრფელად წუხს მომხდარის გამო!" - ვკითხულობთ განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^