Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დათუნაშვილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტზე - ვაჟკაცობაც არ ჰყოფნის, რომ სიმართლე თქვას

22 იანვარი, 2019 14:04

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონმა ზურაბ დათუნაშვილმა დღეს სასამართლოში ჭიდაობის ჩემპიონატზე მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით ჩვენება მისცა.

სასამართლოში დაკითხვამდე, დათუნაშვილმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ  გეგეშიძე ცრუობს, როცა ჩხუბში მონაწილეობას უარყოფს. „იმდენი ვაჟკაცობაც არ ჰყოფნის, რომ სიმართლე თქვას“, - თქვა მოჭიდავემ.

ზურაბ დათუნაშვილის თქმით, ყველამ დაინახა, როგორ ჩხუბობდა ხელკეტით ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი და მის გადაყენებას ელის.

„გუშინ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, სადაც ამ ყველაფერს უარყოფს და გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს. შევხედოთ აბა, როგორ აპირებს თანამშრომლობას. მე ვიტყვი ჩემს სიმართლეს, ჩემი სიმართლეა ის, რაც ყველამ კარგად დაინახა, სადაც ფედერაციის პრეზიდენტი ძალიან აგრესიულად, ხელკეტით მოქმედებდა. ეს არის ჩემი სიმართლე და ის უნდა გადადგეს თანამდებობიდან.

მე არ ვამბობ, რომ ვინმე მფარველობს და ვიცი, რომ გადააყენებენ, არავის არ სჭირდება მსგავსი პრეზიდენტი. განცდა მაქვს, რომ საქართველოში სიმართლე იზეიმებს და ვნახოთ“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

ზურაბ დათუნაშვილმა Facebook-ით განცხადება 16 იანვარს გაავრცელა. მან 11 იანვარს სპორტის სასახლეში მომხდარ ჩხუბში დაადანაშაულა ფედერაციის ხელმძღვანელობა და პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე. მისი თქმით, ერთ-ერთმა მსაჯმა მისი ასპარეზობისას არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. მისი პროტესტის შემდეგ კი მოჭიდავეს და მის ძმას ფედერაციის ხელმძღვანელობა ფიზიკურად გაუსწორდა. ხოლო პრეზიდენტმა მას თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა.

ზურაბ დავითაშვილის თქმით, ეს შემთხვევა იქ მყოფებმა დაინახეს. მოგვიანებით, „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, სავარაუდოდ როგორ ურტყამს რაღაც საგანს ფედერაციის პრეზიდენტი მოჭიდავეს. თუმცა, თავად გეგა გეგეშიძემ განაცხადა, რომ მას რაიმე საგნის გამოყენებით დაზიანება არავისთვის მიუყენებია.

შსს-ს ინფორმაციით, სპორტის სასახლეში, ჭიდაობის ეროვნულ ჩემპიონატზე, მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება 11 იანვარს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^