Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი: მე ასეთი ოჯახის არ მწამს

23 იანვარი, 2019 15:49

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის დაკავებას და მის მხარდამჭერ აქციას ზურაბ დათუნაშვილი გამოეხმაურა. მოჭიდავე, რომელსაც გეგა გეგეშიძემ, სავარაუდოდ, რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა.

ევროპის ჩემპიონის თქმით, მას ფედერაციის პრეზიდენტის დაკავება არ მოუთხოვია. მაგრამ მისთვის მიუღებელია, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მოჭიდავეს თავში რაღაც ჩაარტყას, ამიტომ გეგეშიძის გადადგომას მოითხოვდა.

„ფედერაციის პრეზიდენტი, როდესაც თავში რაღაცას ურტყამს ათასობით გულშემატკივრისა და მთელი ქვეყნის წინაშე, მსგავსი ფაქტი არ მომხდარა აქამდე. ჩემი მოთხოვნა არ ყოფილა, რომ ვინმე დაეჭირათ. მე უბრალოდ ვითხოვდი იმას, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლება, მივიდეს და ვიღაცას თავში ჩაარტყას. ამის გამო უნდა გადამდგარიყო თანამდებობიდან“, - უთხრა მოჭიდავემ „რუსთავი 2-ს“.

ზურაბ დათუნაშვილი იმედგაცრუებულია ფედერაციის პრეზიდენტისადმი მოჭიდავეთა ნაკრების წევრების მხარდაჭერითაც. მოჭიდავეთა ნაწილმა გეგეშიძის მხარდასაჭერად აქცია გამართეს და თქვეს, რომ მოჭიდავეები ერთი ოჯახია და მსგავსი ფაქტები ოჯახს გარეთ არ უნდა განიხილონ.

„მე ისეთი ოჯახის არ მწამს, როდესაც ოჯახის ერთ წევრს უჭირს, იმის გვერდით არ დგახარ, შემდეგ კი მეორე ოჯახის წევრს, რომელსაც ძალაუფლება აქვს გაუჭირდება და იმის გვერდით დადგები. მე ასეთ ოჯახში არ ვარ გაზრდილი და ეს არ არის ჩემთვის ოჯახი“, - თქვა ზურაბ დათუნაშვილმა.

ვიდეო► მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი: ჭიდაობაც ძალადობაა, რომ ვეჭიდავები ვძალადობ

ზურაბ დათუნაშვილმა Facebook-ით განცხადება 16 იანვარს გაავრცელა. მან 11 იანვარს სპორტის სასახლეში მომხდარ ჩხუბში დაადანაშაულა ფედერაციის ხელმძღვანელობა და პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე. დათუნაშვილის თქმით, ერთ-ერთმა მსაჯმა მისი ასპარეზობისას არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. პროტესტის შემდეგ კი მოჭიდავეს და მის ძმას ფედერაციის ხელმძღვანელობა ფიზიკურად გაუსწორდა. ხოლო პრეზიდენტმა მას თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა.

ზურაბ დავითაშვილის თქმით, ეს შემთხვევა იქ მყოფებმა დაინახეს. მოგვიანებით, „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, სავარაუდოდ როგორ ურტყამს რაღაც საგანს ფედერაციის პრეზიდენტი მოჭიდავეს. თუმცა, თავად გეგა გეგეშიძემ განაცხადა, რომ მას რაიმე საგნის გამოყენებით დაზიანება არავისთვის მიუყენებია.

გეგა გეგეშიძე პოლიციამ სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გუშინ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 ნაწილით დააკავა, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^