Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველომ ვენესუელის შუალედურ პრეზიდენტად ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო ცნო

24 იანვარი, 2019 10:18

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი Twitter-ზე მიესალმა ვენესუელის შუალედურ პრეზიდენტად ქვეყნის ეროვნული ასამბლეის სპიკერის ცნობას. 

„მას შემდეგ, რაც  ვენესუელაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების არაღიარების შესახებ განცხადება გავაკეთეთ,  საქართველო ვენესუელის შუალედურ პრეზიდენტად ხუან გუაიდოს ცნობს, მიესალმება ჩვენი პარტნიორების განცხადებებს  და მხარს უჭერს ვენესუელელი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის", - წერს ზალკალიანი. 

ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად ცნეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, ბრაზილიამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, პერუმ, პარაგვაიმ, ეკვადორმა, კოსტა-რიკამ, გვატემალამ.

ვენესუელის პრეზიდენტი ნოკოლას მადურო, რომლის ინაუგურაციაზეც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ლიდერები ესწრებოდნენ, აშშ-ის სახელმწიფო გადატრიალებაში ადანაშაულებს. მან ამერიკის დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად 3-დღიანი ვადა მისცა. 



 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

08 ივნისი
08 ივნისი

რატომ უნდა ვიცნობდეთ რეი კურზველს?

ლიბერალმა“, როგორც მედიაპლატფორმამ, არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიპეტია გამოიარა. რამდენჯერმე შეიცვალა სარე ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
^