Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ განცხადება დავით ერაძის სახლზე სროლის შესახებ

25 იანვარი, 2019 21:35

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ დავით ერაძის სახლზე სროლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის - დავით ერაძის საცხოვრებელ სახლს ესროლეს.  შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, დავით ერაძემ მოიპოვა სპორტის სასახლეში მომხდარი ჩხუბის ვიდეომასალა, რომელიც ასახავდა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილისთვის სახეში დარტყმას.

კოალიცია ,,მედიის ადვოკატირებისთვის“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია, დადგინდეს, ხომ არ უკავშირდებოდა აღნიშნული ქმედება მის ჟურნალისტურ საქმიანობას და ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, საქმეს მიეცეს შესაბამისი კვალიფიკაცია.

კოალიცია, მსგავსი შემთხვევების პრევენციის მიზნით, მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს სწრაფად, ჯეროვნად და სრულყოფილად მოხდეს აღნიშნული ფაქტის გამოძიება", - ნათქვამია განცხადებაში. 

განცხადებას ხელს აწერენ: 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 

მედიაკლუბი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“

რეგიონულ მაუწყებელელთა ალიანსი

ლიბერალური აკადემია თბილისი

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია

სატელევიზიო ქსელი

საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^