
NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის შედეგების თანახმად, საჯარო სკოლის პედაგოგების პროფესიონალიზმს (ცოდნას და უნარებს) გამოკითხულთა 43% საშუალოდ აფასებს. 36% - კარგად, 6% - ცუდად.
რაც შეეხება თბილისს, მოსახლეობის 28% მიიჩნევს, რომ საჯარო სკოლებში მასწავლებლების პროფესიონალიზმი კარგია. 51%-ის აზრით - საშუალო, ცუდი - 14%.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
კვლევა ჩატარებულია ჩატარებული NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ .კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.
NDI და CRRC კვლევაში იყენებს სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს: ❖ სტრატიფიცირება – მოსახლეობის დაყოფა შედარებით ჰომოგენურ ჯგუფებად ❖ კლასტერინგი – თითოეული ჯგუფიდან (სტრატა) პატარა გეოგრაფიული არეალების შემთხვევითი შერჩევა ❖ შინამეურნეობის შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ❖ რესპონდენტების შერჩევა მოხდა კიშის ცხრილის გამოყენებით ❖ არ ხდება შემთხვევით შერჩეული შინამეურნეობის ან პიროვნების ჩანაცვლება ❖ ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 18+ ასაკის მოსახლეობასთან, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული.