NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. გამოკითხულთა 73% მიიჩნევს, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებისთვის, რეპეტიტორთან მომზადება აუცილებელია.
55% კი მიიჩნევს, რომ რეპეტიტორთან მომზადება აუცილებელია საატესტატო გამოცდების ჩაბარებისთვის.
ხოლო გამოკითხულთა 47% მიიჩნევს, რომ სკოლაში კარგად სწავლისთვის რეპეტიტორთან მომზადება აუცილებელია.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ .კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.
NDI და CRRC კვლევაში იყენებს სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს: ❖ სტრატიფიცირება – მოსახლეობის დაყოფა შედარებით ჰომოგენურ ჯგუფებად ❖ კლასტერინგი – თითოეული ჯგუფიდან (სტრატა) პატარა გეოგრაფიული არეალების შემთხვევითი შერჩევა ❖ შინამეურნეობის შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ❖ რესპონდენტების შერჩევა მოხდა კიშის ცხრილის გამოყენებით ❖ არ ხდება შემთხვევით შერჩეული შინამეურნეობის ან პიროვნების ჩანაცვლება ❖ ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 18+ ასაკის მოსახლეობასთან, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული.