Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ნენსკრაჰესის" ინვესტორი კომპანიის დირექტორი სამომავლო გეგმებზე მთავრობის წევრებს შეხვდება

28 იანვარი, 2019 11:45

კომპანია „ნენსკრა ჰიდროს" ცნობით, „ნენსკრაჰესის" ინვესტორი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ჰაკსუ ლი საქართველოს 3-დღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

როგორც გავრცელებულ რელიზშია აღნიშნული, ის საქართველოს მთავრობის წევრებთან გამართავს შეხვედრებს, რომლებზეც პროექტის მიმდინარე სტატუსი და 2019 წლის გეგმები განიხილება. დაგეგმილია ასევე შეხვედრები ნენსკრა ჰესის პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ნენსკრა ჰიდროს“ აქციონერის - „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელობასთან.

სს „ნენსკრა ჰიდრო“ კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water–ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. მის მიზანს მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა წარმოადგენს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
^