Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულ შვიდ პირს გირაო შეეფარდა, ორს - პატიმრობა

02 თებერვალი, 2019 17:01

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე დაკავებული ადამიანებიდან დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-ის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ ნაწილობრივ გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა და 7 პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, 2 მათგანს კი პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას სამი დაკავებულისთვის ითხოვდა. გათავისუფლებულებს 1500 ლარიდან 10 000 ლარამდე გირაო შეეფარდათ.

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე შსს-მ გუშინ 17 ადამიანი დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები სოციალური ქსელისა და მობილური ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ 
პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება (მათ შორის მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაგზავნა), ასევე, მისი შენახვა, რაც ისჯება 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

მოვუწოდებთ საზოგადოებას, არ ჩაერთონ დანაშაულებრივ საქმიანობაში და შეწყვიტონ მსგავსი ვიდეოჩანაწერის ნებისმიერი სახით გავრცელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები“, - განაცხადა გუშინ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

15 ივნისი
15 ივნისი

ირაკლი კობახიძე: მოქალაქეთა ორი ჯგუფის დ ...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, როცა მოქალაქეთა ორი „საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი&ld ...
15 ივნისი
15 ივნისი

მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა შეთანხმდეს ...

სახალხო დამცველი 2019 წლის 14 ივნისს გამართულ აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. ომბუდსმენის განცხადებით, კონტრაქ ...
15 ივნისი
15 ივნისი

სალომე ზურაბიშვილი: არ ვეთანხმები დაპირი ...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 14 ივნისს კანცელარიასთან „თბილისი პრაიდის“ აქტივისტების გამართულ ა ...
^