Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საკანონმდებლო წინადადებით საფლავზე სმა-ჭამისა და ყვავილების მიტანის აკრძალვას მოითხოვენ

05 თებერვალი, 2019 19:03

მოქალაქემ, ანზორ ჯაიანმა პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება დაარეგისტრირა. „მიცვალებულისადმი მოპყრობის შესახებ" წინადადება საფლავზე საკვების მიტანის აკრძალვას ითვალისწინებს.

საკანონმდებლო წინადადება მიცვალებულისადმი მოპყრობის ერთიანი წესების შემოღებას ითვალისწინებს. იგი აწესებს შესაბამისი პასუხისმგებლობის საფუძვლებსა და ზომებს, განსაზღვრავს მაკონტროლობელ სუბიექტებს.

პროექტის მიზანია, დაიცვას მიცვალებულის პატივისა და ღირსების უფლება, გარემოს ეკოლოგიური ინტერესები.

წინადადება შემდეგი ქმედების აკრძალვას ითვალისწინებს: 

ა)სასაფლაოზე საკვები პროდუქტების მიტანას ან/და დატოვებას;

ბ)სასაფლაოზე ალკოჰოლური სასმელების მიღებას;

გ)სასაფლაოზე ყვავილების ან სხვა მცენარეების მიტანას, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი მოხდება მათი დარგვა და გარემოს გამწვანება;

დ)მიცვალებულის არდასაფლავებას მისი გაწერიდან სამი დღის განმავლობაში;

ანზორ ჯაიანის წინადადება ამ ნორმების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებასაც ითვალისწინებს: 

დარღვევისათვის  პასუხისმგებლობა დგება შემდეგნაირად:

ა) ფიზიკური პირისათვის 20 ლარი;

ბ) იურიდიული პირისათვის 10 ლარი;

ადმინისტაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისათვის  ფიზიკური/იურიდიული პირი ისჯება პირველი ჯარიმის ორმაგი ოდენობით.

პროექტის თანახმად, ზედამხედველობას ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის/მმართველობის აღმასრულებელი ორგანოები მათ მიერ უფლებემოსილებით აღჭურვილი შესაბამისი პირების მეშვეობით.

„ამ კანონს არა აქვს უკუძალა და არ ვრცელდება იმ ურთიერთობებზე, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე განხორციელდა", - ნათქვამია საკანონმდებლო წინადადებაში.

პროექტი კომიტეტს ჯერ არ განუხილავს.

პარლამენტში საკანონმდებლო წინადადების წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს.

რამდენიმე წლის წინ BBC-მ საქართველოში საფლავებზე სუფრის გაშლის შესახებ ვიდეო მოამზადა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^