Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დეპუტატი ლომია ეროვნული ინტერესების ომბუდსმენის შექმნაზე საუბრობს

11 თებერვალი, 2019 16:47

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარეს, გიორგი ლომიას მიაჩნია, რომ საქართველოში ეროვნული ინტერესების დამცველის ინსტიტუტი უნდა შეიქმნას. 

„მე შემოვდივარ ინიციატივით, შეიქმნას ეროვნული ინტერესების დამცველი, ანუ ომბუდსმენი დაიცავს ეროვნულ ინტერესებს. შეიქმნას ისეთი ინსტიტუტი, რომელიც დაიცავს ჩვენს ისტორიას, ჩვენს ადათ-წესს, კულტურას და არ დაგვავიწყდება, საიდან მოვდივართ და საითკენ მივდივართ. თუ ასეთი ინსტიტუტი შეიქმნება, დამიჯერეთ, ნაკლები პრობლემა გექნებათ თქვენ, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, იმიტომ, რომ პირდაპირ იმ ომბუდსმენს მიაკითხავენ. პრეტენზიებსაც გამოთქვამს ეს ხალხი ომბუდსმენთან, რატომ არ არის დაცული მათი ეროვნული ინტერესი", - განაცხადა ლომიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე. 

მან კომიტეტის წევრებს მიმართა, თუ მათ ეს იდეა მოსწონთ, კანონპროექტის სახეს მისცემს.

მისი თქმით, საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ნინო ლომჯარიას პირველი განცხადება იყო ის, რომ მისთვის პრიორიტეტი იქნება სექსუალური უმცირესობების დაცვა.

„ამ ქვეყანაში უამრავი პრიორიტეტია და თავის პრიორიტეტად სახალხო დამცველმა არ უნდა დააყენოს სექსუალური უმცირესობის დაცვა, რომელიც ყველას ომბუდსმენია. ... ეს არის დანარჩენი საზოგადოების დისკრიმინაცია", - განაცხადა ლომიამ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^