Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისში, ხოშარაულის ქუჩაზე ყოფილი ცოლის დაჭრაში ბრალდებული მამაკაცი ყაზბეგში დააკავეს

12 თებერვალი, 2019 10:51

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა თბილისში, ხოშარაულის ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეს - 1976 წელს დაბადებულ ნ.პ.-ს, სიტყვიერი შელაპარაკებისა და მუქარის შემდეგ, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შსს იტყობინება, რომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოსა და მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყაზბეგის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული ლ.მ. ცხელ კვალზე, ყაზბეგში დააკავეს. როგორც შსს აცხადებს, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11-117-ე მუხლის  პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ბრალდება 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაჭრილი ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა. ამჟამად, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

13 ნოემბერი
13 ნოემბერი

პროპორციული არჩევნებისთვის კანონპროექტის ...

პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის კენჭისყრა ხვალისთვის გადადო.  კანონპროექტის მოწინაა ...
13 ნოემბერი
13 ნოემბერი

უმრავლესობის სხდომა დაძაბულ ვითარებაში ჩ ...

პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული „ქართული ოცნების" სხდომა, რომელიც პარტიის ოფისში დაძ ...
13 ნოემბერი
13 ნოემბერი

პროკურატურამ კუდის ყოფილი მაღალჩინოსნები ...

სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე თბილისის პროკურატურამ კონსტიტუციური უსაფრ ...
^