Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ქალთა საბჭოს საქმიანობის ტრადიციას საქართველოში“ არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა

12 თებერვალი, 2019 17:07

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით, „ქალთა საბჭოს საქმიანობის ტრადიცია საქართველოში“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 

სტატუსის მინიჭების ინიციატორები აკადემიკოსი ნანა ხაზარაძე და ქალთა საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან გაბრუაშვილი იყვნენ. 

სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ქალთა საბჭოს საქმიანობის ისტორია 1921 წელს იღებს სათავეს და ლიდა გასვიანის, ვარო ჯაფარიძის, მარიამ ორახელაშვილის და სხვა, იმ დროისთვის ცნობილი საზოგადო მოღვაწე ქალბატონების სახელს უკავშირდება. 

სხვადასხვა დროს ორგანიზაცია იბრძოდა ქალთა შრომის უფლებების დაცვის, ბავშვებისა და მოზარდების განათლების, სახელმწიფოს მმართველობაში ქალთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად, ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ, პატიმარი ქალების რესოციალიზაციასა თუ დედათა და ბავშვთა უფლებების დაცვისთვის.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ქალთა საბჭო 1995 წლიდან დამოუკიდებელი საზოგადოებრივი, სახალხო ორგანიზაციაა.

„2014 წლიდან საქართველოს ფარგლებს გარეთ 10 ქვეყანაში ჰყავს წარმომადგენლობები. საქმიანობა წარმოებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რეგიონალური ქალთა საბჭოების დახმარებით. საბჭო, მემორანდუმის საფუძველზე თანამშრომლობს 16 სხვადასხვა ეროვნების კომიტეტთან. ამ ხნის მანძილზე არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი საქველმოქმედო პროექტით, საბჭო დღესაც აქტიურად ახორციელებს თავის საქმიანობას იძულებით გადაადგილებულ ოჯახების, ეროვნული უმცირესობების ქალბატონების, საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქალბატონებისა და ბავშვებისათვის. დღეისათვის ორგანიზაციაში 3 000-ზე მეტი ქალბატონია გაერთიანებული, "- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^