Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს: ნორვეგიაში ქურდობის ფაქტზე დაკავებულთა შორისაა აუდიტის სამსახურის ყოფილი თანამშრომელი

12 თებერვალი, 2019 19:18

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნორვეგიაში ქურდობის ფაქტზე დაკავებულები არიან საქართველოს მოქალაქეები, რომელთა შორისაა გრიგოლ აბრალავა, სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ყოფილი თანამშრომელი. 

როგორც „ლიბერალს“ აუდიტის სამსახურში განუცხადეს, გრიგოლ აბრალავა ამ ეტაპზე მათი თანამშრომელი აღარ არის. მათი თქმით, ის სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტში სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა.

„უხელფასო შვებულება ჰქონდა. შემდეგ დატოვა სამსახური. ამ ეტაპზე ჩვენი თანამშრომელი აღარ არის.  დაახლოებით იანვრის ბოლოდან აღარ არის ჩვენი თანამშრომელი“, - აცხადებენ აუდიტის სამსახურში.

გრიგოლ აბრალავა „ქართული ოცნების" დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმაა. 

როგორც ზარდიაშვილის სამუშაო გამოცდილების გრაფაში ვკითხულობთ, ის 2013 - 2016 წლებში სახელმწიფო სამსახურის გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილის და 2013 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის პოზიციებს იკავებდა.

გრიგოლ აბრალავას მამამ, ანზორ აბრალავამ, რომელიც საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის (1999-2004 წ.წ.) დეპუტატი იყო ბლოკიდან „საქართველოს აღორძინება“, დაკავებული შვილის შესახებ „რუსთავი 2-ს" განუცხადა: „მითხრეს, რომ არის ნორვეგიაში, არადა მე ვიცოდი, რომ იყო პოლონეთში, ან გერმანიაში". 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^