Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

2017 წელს ფიზიკური პირების 46%-ის ყოველთვიური შემოსავალი 400 ლარზე ნაკლები იყო - PMCG

13 თებერვალი, 2019 22:17

საკონსულტაციო კომპანია PMCG გამოაქვეყნა მონაცემები, სადაც მიმოხილულია 2014-2017 წლებში საქართველოში დასაქმების მიმართულებით არსებული ტენდენციები, ეკონომიკური მიმოხილვა და  ინდიკატორები.

გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2014-2017 წლებში, სამუშაო ძალაში დაქირავებით დასაქმებულთა პროცენტული წილი იზრდებოდა და 2017 წელს, დაქირავებით დასაქმებულთა საერთო რაოდენობამ სამუშაო ძალის 41.6% შეადგინა.

დასაქმებულთა 43% სოფლის მეურნეობის, ხოლო 9% განათლების სექტორში იყო დასაქმებული, მაშინ როცა სოფლის მეურნეობისა და განათლების სექტორების მიერ მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) შეტანილმა წვლილმა 8% და 5% შეადგინა.

ასევე, მრეწველობის სფეროში - 8%; მშენებლობა -5%; ვაჭრობა -10%

გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოს შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, 2017 წელს, სულ 1 222 153 ფიზიკური პირის შემოსავალი დეკლარირდა. ფიზიკური პირების 46%-ის (565 950 ადამიანი) ყოველთვიურმა შემოსავალმა საშუალოდ 400 ლარზე ნაკლები, ხოლო 1%-ის (9 826 ადამიანი) შემოსავალმა კი - 8 333 ლარზე მეტი შეადგინა. 2017 წელს, თვეში საშუალოდ 1000 ლარზე ნაკლები შემოსავალი ფიზიკურ პირთა 74%-ს (914 227 ადამიანი), 1000 ლარზე მეტი კი 26%-ს (307 926 ადამიანი) დაუფიქსირდა.

400 დან 800 ლარამდე ფიზიკური პირების 21%-ს დაუფიქსირდა; 800-დან 1000 ლარამდე - 7%-ს;

2017 წელს, სამი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სექტორი იყო: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (2008 ლარი), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (1595) და მშენებლობა (1466 ლარი). ყველაზე დაბალი ანაზღაურება კი შემდეგ სექტორებში დაფიქსირდა: განთავსებისა და საკვების მიწოდების საქმიანობები (672 ლარი), სოფლის მეურნეობა (643 ლარი) და განათლება (577 ლარი).

გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2017 წლის განმავლობაში, დასაქმების კერძო სააგენტოს - HR.GE-ს ვებ-გვერდზე სულ 32 767 ვაკანსია გამოცხადდა. მათი უმრავლესობა 34.2% (11 198) მომსახურებისა და გაყიდვების სფეროზე მოდის. აღნიშნულ სფეროში ყველაზე დიდი მოთხოვნა - 59% (6 615 ვაკანსია) მაღაზიების კონსულტანტ-გამყიდველებზეა. აღსანიშნავია, რომ გამოცხადებული ვაკანსიების უმეტესობა - 53.7%, სამუშაოს მაძიებლისგან საშუალო და/ან პროფესიულ, 36.9% - უმაღლეს, ხოლო 9.4% დაწყებით/საბაზო განათლებას მოითხოვდა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^