Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გაბუნია: უსაფრთხოების საბჭოში პრეზიდენტის ჩართულობის ფორმასა და შინაარსზე ვმსჯელობთ

14 თებერვალი, 2019 18:51

„ჯერ არანაირი დაპირება არ მიგვიღია. ეს არის პირველი შეხვედრა, კონსულტაცია, რომელზეც საკმაოდ ვრცლად ვისაუბრეთ, შევაჯამეთ პოზიციები და დავაფიქსირეთ, რომ არანაირი დაპირისპირება პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს", - აცხადებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ. კონსტიტუციის განახლებული რედაქციით, გაუქმდა ეროვნული უშიშროების საბჭო. კონსტიტუცია ითვალისწინებს ეროვნული თავდაცვის საბჭოს შექმნას, რომლის წევრებს შორის არიან პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი, თუმცა იგი საომარი მდგომარეობის დროს ყალიბდება. 

რაც შეეხება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, იგი პარლამენტში მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოა. 

დიმიტრი გაბუნიას აზრით, პრეზიდენტმა გარკვეული ფორმით უნდა მიიღოს მონაწილეობა უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში.

„ვაცნობიერებთ, რომ ეს არის პრემიერთან არსებული სათათბირო ორგანო და ვიაზრებთ, რომ გარკვეულ უხერხულობას შექმნის კიდეც ორგანოში პრეზიდენტის, როგორც წევრის მონაწილეობა, თუმცა ჩვენი პოზიცია არის ერთმნიშვნელოვანი იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გარკვეული ფორმით ჩაერთოს საბჭოს მუშაობაში", - მიიჩნევს გაბუნია.

პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენის დღეს, 13 თებერვალს აცხადებდა, რომ უსაფრთხოების საბჭო პრემიერთან არსებული სათათბირო ორგანოა და ძირითად შემადგენლობაში პრეზიდენტი ვერ იქნება.

დღეს სესიაშვილი ამბობს: „ჩვენ პრინციპებზე ვთანხმდებით, თუ გვინდა, რომ შინაარსობრივად ფორმა შევარჩიოთ. მთავარი არის, რომ პრეზიდენტი იყოს ინფორმირებული და ეს ამ ეტაპზე არსებული კანონმდებლობის ფარგლებში უზრუნველყოფილია, თუ დამატებით გვინდა ფორმა შევცვალოთ და გავაძლიეროთ, აქაც დარწმუნებული ვარ პრემიერიც, მთავრობაც, პარლამენტიც მზად არიან. კომუნიკაციის პრობლემა მით უმეტეს საერთო ეროვნულ ინტერესებზე არ არსებობს".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^