Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მანდატი გაფართოვდა

15 თებერვალი, 2019 12:03

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მანდატი გაფართოვდა და სხვადასხვა დანაშაულის გამოძიების ხარისხის მთელი საქართველოს მასშტაბით გაუწევს მონიტორინგს.

„ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობასთან, დისკრიმინაციული ნიშნით სიძულვილის მოტივით, არასრულწლოვანთა მიერ და მიმართ ჩადენილ დანაშაულებთან, ტრეფიკინგთან ერთად, დეპარტამენტი განახორციელებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა, ასევე სისხლის სამართლის პოლიტიკის პრიორიტეტების გათვალისწინებით, სხვა დანაშაულთა გამოძიების ხარისხის მონიტორინგს მთელი საქართველოს მასშტაბით", - ნათქვამია განცხადებაში.

შსს-ის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი შეიმუშავებს რეკომენდაციებს გამოძიების პროცესში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით და კონტროლს გაუწევს მათ შესრულებას, გამომძიებელთა წახალისებისა და დასჯის წინადადებით მიმართავს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფებს, უზრუნველყოფს მოქალაქეთა საჩივარ-განცხადებების განხილვას, კოორდინაციას გაუწევს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთა საქმიანობას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^