Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კვირას გიორგი მამალაძის ძმა საპატრიარქოსთან აქციას აანონსებს და საზოგადოებას გვერდით დგომას სთხოვს

16 თებერვალი, 2019 14:11

„წუხელ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ჩემი ძმის მოკვლა უნდათ. გთხოვთ, ხვალ, კვირას 12 საათზე საპატრიარქოსთან მოდით და დამიდექით გვერდში. მარტო ვარ და ვერ ვშველი მამა გიორგის. თქვენი დახმარება მჭირდება", - წერს Facebook-ზე გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე.

როგორც თორნიკე მამალაძე აცხადებს, წუხელ წერტილი დაესვა ყველანაირ იმედს, რომ ვინმეს სიკეთის მცირედი ნატამალი მაინც გააჩნია საპატრიარქოში.

„წინა კვირის აქციის საპასუხოდ ნიშნისმოგებით შემომითვალეს, რომ ოცდაათკაციანი აქციით ვერაფერს მივაღწევ. გუშინ ჩემი ძმა ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს. ექიმმა მითხრა ახალგაზრდა რომაა იმიტომ გადარჩაო მაგრამ იგივე შეტევას მეორედ ვეღარ გადაიტანს ძალიან დასუსტებული ორგანიზმი აქვსო. კლავენ ხალხო ეს ნაძირლები. მესამე კვირაა კარავში ვცხოვრობ. რა გავაკეთო აღარ ვიცი. ნუთუ ვერაფრით ვუშველი ჩემს უდანაშაულო ძმას?! მაგას რომ რამე მოუვიდეს ცხოვრებას ვერ გავაგრძელებ", - აღნიშნავს თორნიკე მამალაძე. 

გიორგი მამალაძე წინასწარი დიაგნოზით ჰიპერტონული კრიზით, თავის ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევთ, N9 პენიტენციური დაწესებულებიდან ღუდუშაურის კლინიკაში წუხელ გადაიყვანეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^