Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„დეკანოზის სიცოცხლის გადასარჩენად“ - საინიციატივო ჯგუფი პატრიარქს მიმართავს

18 თებერვალი, 2019 11:34

გიორგი მამალაძის ადვოკატებმა, მიხეილ რამიშვილმა და გიორგი ფანცულაიამ სანიციატივო ჯგუფის მიმართვა წაიკითხეს. „დეკანოზის სიცოცხლის გადასარჩენად„ - ასე ჰქვია საინიციატივო ჯგუფს, რომლის წევრებიც პატრიარქს სთხოვენ, გამოიჩინოს სიკეთე და შუამდგომლობით მიმართოს პრეზიდენტს, რათა პრეზიდენტმა გიორგი მამალაძე შეიწყალოს. 

ადვოკატები ამბობენ, რომ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და ყოველდღიურად კიდევ უფრო მძიმდება, ამიტომ საპყრობილეში დაბრუნება მის სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის. 

„საინიციატივო ჯგუფის ამოსავალი მიზანია მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენა. მას საუბარი უჭირს და კიდურებს ვერ ამოძრავებს. ფაქტი ერთია, რომ ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია გადაადგილება, ციხეში არ უნდა დაბრუნდეს“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. 

მან მიმართვის წერილიც წაიკითხა, რომლითაც ჯგუფის წევრები პატრიარქს სთხოვენ დახმარებას გიორგი მამალძის სიცოცხლის გადასარჩენად. 

„დეკანოზის მდგომარეობა დამძიმდა. ის მძიმე კლინიკური დიაგნოზით საავადმყოფოში აღმოჩნდა, დღეს მდგომარეობა ისეთია, რომ საქმე ეხება მის სიცოცხლეს, დეკანოზს სამედიცინო დახმარება ესაჭიროება. მისი საპყრობილეში დაბრუნება მის ფიზიკურ სიკვდილს უდრის. მოგმართავთ თქვენ და გთხოვთ, უშუამდგომლოთ საქართველოს პრეზიდენტთან მის მიმართ შეწყალების აქტის გამოცემისთვის, რათა ის ოჯახს და მცირეწლოვან შვილებს ცოცხალი დაუბრუნდეს," - ნათქვამია წერილში. 

ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ საინიციატოვო ჯგუფი ღიაა ყველასთვის, ვისაც გიორგი მამალაძის გადარჩენა სურს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 მარტი
22 მარტი

მთაწმინდის პანთეონში ძველი საფლავის ქვა ...

თბილისის მერიის ინფორმაციით, მთაწმინდის პანთეონში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობისას, მიწისქვეშ ძველი საფლავის ...
22 მარტი
22 მარტი

,ელმავალმშენებელის” ანგარიშზე სახელფასო ...

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ინფორმაციით, ,ელმავალმშენებელი ქარხნის” საბანკო ანგარიშზე, სახელფასო დავალიანებისთვ ...
22 მარტი
22 მარტი

წარმატებული მასწავლებლები დამატებით მიიღ ...

„მასწავლებელი, რომელმაც ერთხელ უკვე დაადასტურა კომპეტენცია და ეწევა წარმატებულ საგაკვეთილო პრაქტიკას, საბაზო დაფინ ...
^