Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქართული ემიგრაციის, დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრი - რეესტრმა კვიციანის ფონდი დაარეგისტრირა

18 თებერვალი, 2019 18:19

„ქართული ემიგრაციის, დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრი“ - საჯარო რეესტრმა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, ემზარ კვიციანის იდეით შექმნილი ფონდი, რომელიც ახალგაზრდებს ოჯახის შექმნაში დაეხმარება, ამ სახელწოდებით დაარეგისტრირა. ორგანიზაცია ოფიციალურად 13 თებერვალს გატარდა რეგისტრაციაში. 

ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორია ნუნუ შალამბერიძე. ასევე, ორგანიზაციას ჰყავს აღმასრულებელი საბჭო, რომლის წევრებიც არიან მალხაზ ლომსაძე და გელა ხარჭამაძე, აღმასრულებელ დირექტორთან ერთად.

„ორგანიზაცია უკვე დაფუძნდა. შეიძლება ითქვას, რომ მე ვიქნები ამ ორგანიზაციის ლობი. ეს იქნება ქართული ემიგრაციის დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრი. ჩვენ ემიგრაციაში უამრავი ადამიანი გვყავს, რომელიც არის წარმატებული ბიზნესმენი, რომლებსაც არ უჭირთ და სურთ, ვიღაცებს დაეხმარონ. მათ არ აჰქონდათ ამის საშუალება, რადგან არავის არ შეუქმნია მსგავსი ცენტრი. ამიტომაც მომმართეს მე დასახმარებლად. შეიძლება ითქვას, რომ ეს მათი ინიციატივა იყო. ბიზნესმენი ემიგრანტები აპირებენ ცენტრის დაფინანსებას,“ - თქვა ემზარ კვიციანმა 15 თებერვალს. 

მისივე თქმით, ცენტრი ასევე დაეხმარება დაოჯახებულ წყვილებს, რომლებიც საცხოვრებლად წავლენ მთაში. კვიციანმა აღნიშნა, რომ ორგანზაცია დაეხმარება იმ დედებს, რომლებსაც ჰყავთ შშმ შვილები. მისი თქმით, მოლაპარაკებები გაიმართება ბანკებთან, უპროცენტო სესხის გასაცემად მრავალშვილიანი ოჯახებისთვის. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^