Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შშმ პირების საპარკინგე ადგილზე მანქანის გაჩერებისთვის ჯარიმა 40 ლარით იზრდება - კანონპროექტი

18 თებერვალი, 2019 20:03

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირებისას მოქმედი 10 ლარიანი ჯარიმა იზრდება და განისაზღვრება 50 ლარით, როგორც დედაქალაქის, ასევე თვითმმართველი ქალაქების ტერიტორიაზე და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში,- კანონპროექტი პარლამენტში დარეგისტრირდა. კანონპროექტის ავტორი პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილია. 

„ღია სივრცეში დამოუკიდებელი გადაადგილებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლება შშმ პირთათვის საპარკინგე ადგილით სარგებლობის უფლებაა. სამწუხაროდ, საქართველოში ამ უფლების რეალიზება დღემდე დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის - ხშირად ხდება არაუფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპპორტო საშუალების დაპარკინგების ფაქტები, ასევე, ხშირ შემთხვევაში, სპეციალურ ადგილს იკავებენ ტაქსის და სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლები, რის შედეგადაც ადგილზე მისულ შშმ პირს უხდება იმის განმარტება, რომ ეს მისი უფლებაა, რაც ხშირად პირადი შეურაცჰყოფის და ღირსების შემლახავი ინციდენტებით სრულდება“,- ნათქვამია განმარტებით ბარათში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^