Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ციხელაშვილი: ე.წ. გადასასვლელი პუნქტის ჩაკეტვა აბსოლუტურად მიუღებელი და უკანონო ზომაა

18 თებერვალი, 2019 22:34

 „პატარა ბავშვები არიან ახალგორში, რომელთაც თვეზე მეტია მშობლებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა არ აქვთ. რომ აღარაფერი ვთქვათ სასწავლო პროცესში ჩართვაზე,“ - ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა  გაეროს სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან  ჯიჰან სულთანოღლუსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტის ჩაკეტვა იყო, რის შედეგადაც გადაადგილება უკვე თვეზე მეტია შეზღუდულია. 

„მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი იმას, რომ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა სრულ იზოლაციას ნიშნავს არა მხოლოდ ახალგორის რაიონის, არამედ მთლიანად ცხინვალის რეგიონისა. ათასობით ადამიანისათვის შეზღუდვის ყოველი დღე დამატებითი პრობლემაა. მათ არ აქვთ წვდომა გარკვეულ პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, რომლებიც ყოველდღიურად სჭირდებათ. ეს აბსოლუტურად მიუღებელი და უკანონო ზომაა“,- განაცხადა ციხელაშვილმა. 
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^