Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კობა დავითაშვილი მთაწმინდაზე მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრას აპირებს

19 თებერვალი, 2019 13:48

ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი შუალედურ არჩევნებში, მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრას აპირებს. ამის შესახებ მან „მედიაცენტრ მთავარში” გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

დავითაშვილის თქმით, პოლიტიკაში დაბრუნების მთავარი მიზეზი იმ პოლიტიკური ძალის შექმნაა, რომელიც „ქართულ ოცნებას” შეცვლის. 

„მივიღე გადაწყვეტილება, დავბრუნდე პოლიტიკაში და კენჭი ვიყარო მთაწმინდის ოლქში, მაგრამ არ ვაპირებ, ვიყო ჩვეულებრივი კანდიდატი. ჩემი ამოცანა არის, ხელი შევუწყო არა რადიკალური არამედ გაწონასწორებული ძალის ჩამოყალიბებას, რომელიც ხელისუფლებაში მოვა და შეცვლის „ქართულ ოცნებას”. მე მინდა მოვუწოდო ამომრჩეველს, რომელიც „ოცნების” მიუღებლობის გამო „ნაციონალებს“ აძლევს ხმას და იმათაც, რომელებიც „ქართულ ოცნებას” აძლევდნენ ხმას. დადგა დრო, გავერთიანდეთ და შევქმნათ პირველი სახელისუფლებო ძალა. დამთავრდა ის დრო, როცა ერთის ჯიბრით მეორეს ვაძლევდით ხმას”, – განაცხადა კობა დავითაშვილმა.

კობა დავითაშვილი 2012 წელს პარლამენტში კოალიცია „ქართული ოცნების” სიით მოხვდა. 2013 წელს უმრავლესობა დატოვა და პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით დარჩა 2016 წლამდე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^