Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

1 ივლისიდან კოტე აფხაზის ქუჩაზე საათობრივი პარკირების საპილოტე მოდელი ამოქმედდება

20 თებერვალი, 2019 13:48

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქი ზონალურ საათობრივი პარკირების სისტემაზე გადავა.

მისი თქმით, პირველი არეალი, სადაც ის გავრცელდება, კოტე აფხაზის და მიმდებარე ქუჩები იქნება. შემდეგ კი საბურთალოს რაიონში რამდენიმე ქუჩა.

როგორც კალაძე განმარტავს, საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება, როგორც მობილური აპლიკაციით, ასევე ქუჩაში დამონტაჟებული გადახდის აპარატებით. ახალი წესების თანახმად, პარკირების საფასური საათობრივად განისაზღვრება და მისი ოდენობა ზონების მიხედვით იქნება დიფერენცირებული.  ამასთან, ყველა ავტომანქანა უზრუნველყოფილი იქნება დღეში 4-ჯერ უფასო 15-წუთიანი პარკირებით.

მერის ინფორმაციით, პარკირების საფასური არ შეეხებათ საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ პარკირებულ სატრანსპორტო საშუალებას. გადასახადი, ასევე არ შეეხება სრულიად ელექტროძრავიან და შშმ პირების კუთვნილ ავტომანქანებს. ტაქსის მძღოლებისთვის კი გამოყოფილია სპეციალური საპარკინგე ადგილები.

„შემოსული თანხა მთლიანად სატრანსპორტო კომპანიაში იქნება აკუმულირებული და მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას მოხმარდება. საათობრივი ტრანსპორტის ზონაში კი მუნიციპალიტეტი გააძლიერებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიწოდებას“, - აცხადებს კახა კალაძე.

როგორც თბილისის მერი აცხადებს, პარკირების პოლიტიკა ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტია მუნიციპალიტეტისთვის ქალაქში ნაკადების, საპარკინგე ადგილებზე გადაჭარბებული მოთხოვნისა და საცობების დასარეგულირებლად.

რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, კალაძის თქმით, კერძო მანქანების მომხმარებელთა მაჩვენებელი იზრდება. ამასთან, ნაკლებია საზოგადოებრივი ტრანსპორტისკენ სწრაფვა.

შემთხვევითი არ არის, როდესაც თანამედროვე ევროპული ტიპის ავტობუსების შემოყვანაზეა საუბარი.

თბილისის მერია ზონალური პარკირების წესებს დასამტკიცებლად საკრებულოს რამდენიმე დღეში წარუდგენს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^