Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მრავალშვილიანი დედების ავტორბოლა - მთაწმინდის გამგეობამ ტენდერი შეწყვიტა

20 თებერვალი, 2019 14:48

დედის დღესთან დაკავშირებით მთაწმინდის გამგეობის მიერ  მრავალშვილიან დედათა ავტორბოლის ორგანიზების შესყიდვისთვის გამოცხადებული ტენდერი შეწყდა. 

ტენდერის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება სატენდერო კომისიამ სხდომაზე მიიღო. ოქმში აღნიშნულია, რომ: „ტენდერის დასრულების ეტაპზე მოიმატა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით, გამგეობაში შემოსულმა შეტყობინებებმა. ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრებმა იმ ქალბატონებმაც, რომლებიც არ არიან მრავალშვილიანები. ვინაიდან ტენდერის ფარგლებში არ ხერხდება მსურველთა უმრავლესობის იმ ხარისხით დაკმაყოფილება, რომელიც მისაღები იქნებოდა შესყიდვის მიზნებიდან გამომდინარე, მომხსენებელს მიზანშეწონილად მიაჩნია შეწყდეს ტენდერი და მომზადდეს კორექტირებული სატენდერო დოკუმენტაცია".

მრავალშვილიანი დედების ავტორბოლისთვის მთაწმინდის გამგეობას ტენდერი 14 თებერვლამდე ჰქონდა გამოცხადებული, სატენდერო თანხით - 14 115 ლარი. მას მხოლოდ ერთი პრეტენდენტი ჰყავდა, „საქართველოს ქალთა ავტოსპორტის ფედერაცია“.

ავტორბოლა მრავალშვილიანი დედებისთვის - მთაწმინდის გამგეობა ტენდერს აცხადებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^