Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იმედი მაქვს, ბიძინა ივანიშვილი ერთ კაი მსუყე ჩანარიცხს გააკეთებს - კვიციანი ცენტრზე

20 თებერვალი, 2019 15:21

პატრიოტთა ალიანსის წევრმა, დეპუტატმა ემზარ კვიციანმა „მაესტროს“ ეთერში იმ ცენტრის შესახებ ისაუბრა, როემლიც ახალგაზრდებს ოჯახის შექმნაში დაეხმარება. „ქართული ემიგრაციის, დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრი“ ექვსი დღის წინ დარეგისტრირდა. 

"დიდი იმედი მაქვს, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ასე თავგამოდებით არის ქველმოქმედი და არის ქართველი ხალხის გვერდში ამდენი წელიწადია, ალბათ, ერთი კაი მსუყე ჩანარიცხს გააკეთებს. 

არა მარტო ბიძინა ივანიშვილი, ყველა ქართველი და ყველა ქველმოქმედი ადამიანი, ვისაც ქართველების გაძლიერება უნდა, ყველა მიიღებს მონაწილეობას," - განაცხადა ემზარ კვიციანმა. 

მისი თქმით, ცენტრის დამფუძნებლები მალე გამართავენ შეხვედრას და საზოგადოებას გააცნობენ ცენტრის მუშაობის სპეციფიკას. ემზარ კვიციანმა აღნიშნა, რომ ცენტრი იზრუნებს ემიგრანტებზე, ახალდაოჯახებულებსა და იმ ოჯახებზე, რომლებიც მაღალმთიან რეგიონებში „მამაპაპისეულ ოჯახებს გააცოცხლებენ". 

ემზარ კვიციანი ასევე ამბობს, რომ ბევრი ახალგაზრდაა, რომელიც გაჭირვების გამო ვერ ახერხებს დაქორწინებას და ისინი მაქსიმალურად ყველას შეუწყობენ ხელს. 

მან აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილთან  არ ჰქონია ამ საკითხზე კომუნიკაცია, თუმცა იმედი აქვს მისი ქველმოქმედების. 

„მეტი კონკრეტიკა იქნება, ბიძინა ივანიშვილი რომ ადგება და 100 მილიონს ჩარიცხავს, მაშინ იქნება კონკრეტიკა მეტი. პირველი ქველმოქმედი მაგია და ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ არ დარჩება ჩრდილში ბიძინა ივანიშვილი და აუცილებლად დაამტკიცებს თავის ქველმოქმედებას და მის ქველმოქმედურ ხასიათს და აუცილებლად ჩარიცხავს გარკვეულ კაი მსუყე თანხას ამ ცენტრში," - ამბობს ემზარ კვიციანი. 

ქართული ემიგრაციის, დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრი - რეესტრმა კვიციანის ფონდი დაარეგისტრირა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^