Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პატრიარქმა უკრაინაში მოქმედი მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლები მიიღო

20 თებერვალი, 2019 16:46

საპატრიარქოს ინფორმაციით, პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო განყოფილების ხელმძღვანელს, ბორისპოლისა და ბროვარსკის მიტროპოლიტ ანტონს  და მის თანმხლებ პირებს უმასპინძლა.

მიღებას  საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი, მღვდელმთავრები და სამღვდელოება ესწრებოდა.

„შეხვედრა არაოფიციალური იყო და სტუმრობის მიზანს წარმოადგენდა უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციის მოწოდება და მათი პოზიციის ჩვენთვის გაცნობა. ითქვა, რომ ტომოსის გადაცემის შემდეგ სხვადასხვა ტაძარსა და რეგიონში ხშირია კონფლიქტი მორწმუნეთა შორის ეკლესიების კუთვნილებასთან დაკავშირებით, რაც დიდ დაპირისპირებას ქმნის მრევლში და სასულიერო პირებთან მიმართებაში.

მისმა უწმინდესობამ სტუმრებს მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ გამოთქვა გულისტკივილი შექმნილი სიტუაციის გამო, ამასთან მოუწოდა ლოცვის გაძლიერებისკენ, რათა ღვთის მადლით დაიძლიოს პრობლემა და მართლმადიდებელთა ერთობა შენარჩუნდეს," - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 მარტი
22 მარტი

მთაწმინდის პანთეონში ძველი საფლავის ქვა ...

თბილისის მერიის ინფორმაციით, მთაწმინდის პანთეონში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობისას, მიწისქვეშ ძველი საფლავის ...
22 მარტი
22 მარტი

,ელმავალმშენებელის” ანგარიშზე სახელფასო ...

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ინფორმაციით, ,ელმავალმშენებელი ქარხნის” საბანკო ანგარიშზე, სახელფასო დავალიანებისთვ ...
22 მარტი
22 მარტი

წარმატებული მასწავლებლები დამატებით მიიღ ...

„მასწავლებელი, რომელმაც ერთხელ უკვე დაადასტურა კომპეტენცია და ეწევა წარმატებულ საგაკვეთილო პრაქტიკას, საბაზო დაფინ ...
^