Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლიეტუვაში 8 უმაღლესი რანგის მოსამართლე დააკავეს

21 თებერვალი, 2019 11:52

ლიეტუვაში, კორუფციის ბრალდებით, 26 ადამიანი დააკავეს, მათ შორის - 8 უმაღლესი რანგის მოსამართლე. გენერალური პროკურორის თქმით, მან შესაძლოა, გადახედოს იმ გადაწყვეტილებების ნაწილსაც, რომელიც ამ მოსამართლეებმა მიიღეს.

დაკავებული მოსამართლეები მაღალი რანგის სასამართლოებს წარმოადგენენ. მათ შორის, უზენაეს სასამართლოს, რომელიც ლიეტუვაში ყველაზე მაღალი რანგის სასამართლოა. პროკურორის თქმით, დაკავებულებს შორის არის 5 ადვოკატიც.

„ეს სისტემა იყო. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ სასამართლოში მოსყიდვები ხდებოდა“, - თქვა გენერალურმა პროკურორმა, ედვინას პასილისმა.

ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელის ზიდრუნას ბარტკუსის თქმით, სააგენტოს აქვს ქრთამის მტკიცებულებები 1 000-დან 100 000 ევრომდე, რამაც გავლენა მოახდინა როგორც სამოქალაქო, ისე ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის პროცესებზე.

ევროპის ბარომეტრის კვლევის მიხედვით, 2017 წელს ლიეტუველთა 93% მიიჩნევდა, რომ ქვეყანაში კორუფცია ფართოდ არის გავრცელებული. ამ შედეგით ისინი მეხუთე ადგილს იკავებდნენ ევროკავშირში: საბერძნეთის, ესპანეთის, კვიპროსისა და ხორვატიის შემდეგ.

„შეუხებლების დრო დასრულდა. ყველამ უნდა ისწავლოს გაკვეთილი“, - წერს ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი საულინუს სკვერნელისი Facebook-ზე.

“It was a system ... what we found was that, in a barrister’s office, trading in justice was taking place,” Prosecutor General Edvinas Pasilis told reporters.

Anti-corruption agency head Zydrunas Bartkus said the agency had evidence of bribes, ranging from 1,000 euros to 100,000 euros, given to influence verdicts in a range of administrative, civil and criminal court cases.

In one instance, a bribe was given to influence a prosecution for corruption, said Bartkus.

A Eurobarometer survey in 2017 found that 93 percent of Lithuanians thought corruption is widespread, the fifth-highest result in the European Union after Greece, Spain, Cyprus and Croatia.

“The times of untouchables are over. Everyone has to learn the lesson,” Lithuania’s prime minister Saulius Skvernelis wrote on Facebook.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^