Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეკა ბესელია: ირაკლი კობახიძე თავად არ იცავს კონსტიტუციის ღირებულებებს

21 თებერვალი, 2019 20:10

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას თქმით, ირაკლი კობახიძემ თავისი გამოსვლით შეურაცხყოფა მიაყენა მის კოლეგებს, უმრავლესობის წევრებს, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირში დაადანაშაულა.

ბესელიას თქმით, „ნაც. მოძრაობასთან“ დაკავშირებულ ხალხს თავად კობახიძე იცავს, მათთან კონსესუსში დადანაშულებეული ლევან გოგიჩაიშვილი და სხვა დეპუტატები კი ყოფილ ხელისუფლებას შეურიგებლად ებრძოდნენ.

„კობახიძის გამოსვლა იყო შეურაცხმყოფელი ჩვენი კოლეგების მიმართ, რომლებიც დაადანაშაულა იმ პოლიტკურ ძალასთან ალიანსში, რომელსაც თავად იცავს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ეკა ბესელიას თქმით, უმრავლესობა წინააღმდეგობას ვერ უწევს მოსამართლეებს და მათ ნებას ემორჩილება. მიზეზად კი კონსტიტუციას იშველიებენ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ცოტა ხნის წინ თავად არ სცემდა პატივს.

„ეს არის პოლიტიკური პროცესი, პატივისცემა მოსამართლის, რომელსაც ფეხებს უბაკუნებენ. ერთ-ერთმა უვადოდ დანიშნულმა მოსამართლემ გვიპასუხა ფეხებს არ ვაბაკუნებთო. არა უბრალოდ შემოგვითვლიან, ისევე როგორც შემოგვითვალეს ახლა.

უმრავლესობის სხდომაზე არ იჯექით, როცა ამ ინიციატივას ვაყენებდი. ვინმე წავიდა წინააღმდეგი?! თავი დავანებოთ თავის მოტყუებას. რატომ შეიცვალა პოზიცია? იმიტომ, რომ გაბრაზდნენ ბიჭები, როგორც მათ უწოდებენ.

მე მინდა, რომ ირაკლი კობახიძე აქ იჯდეს, რადგან არ მჩვევია ზურგს უკან საუბარი. ირაკლი კობახიძეს, რომელიც კონსტიტუციის ღირებულებებზე მელაპარაკებოდა აქ, კონსტიტუციის ღირებულებების დაცვა ახოვდა მაშინ დამფრთხალი თვალებით რომ მელაპარაკებოდა დეკემბრის ბოლო კვირას - ქალბატონო ეკა, დანიშნეთ რა კომიტეტის სხდომა პარასკევს?!

სად იყო მაშინ კონსტიტუციის ღირებულებების დაცვა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ ვერ გაბედა და წინააღმდეგობა ვერ გაუწია იმ ბიჭებს. თავი დაანებეთ მიზეზების ძებნას და ხელების გაშვერას მათკენ.  „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ლევან გოგიჩაიშვილი ციხეში ჩააგდო და ჩვენი თანამებრძოლები აწამეს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტში განიხილავენ ეკა ბესელიას და 8 დეპუტატის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც პირველ და მეორე ინსტანციებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ითვალისწინებს. პლენარულ სხდომას არ ესწრება პარლამენტის თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძემ სხდომა მოსამართლეებთან შეხვედრის მიზეზით დატოვა.

მანამდე ირაკლი კობახიძემ კანონპროექტის ავტორები კონსტიტუციის უპატივცემულობაში დაადანაშაულა და თქვა, რომ მისთვის ნიშანდობლივია ლევან გოგიჩაიშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ კონსესუსი ამ თემაზე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^