Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ექთნების 84.6%-ის ხელფასი 500 ლარზე ნაკლებია - „ექთნების შრომის პირობები საქართველოში“

26 თებერვალი, 2019 19:41

დღეს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში „სოლიდარობის ქსელის“ კვლევის „ექთნების შრომის პირობები საქართველოში” პრეზენტაცია გაიმართა.

ორგანიზაციის წამომადგენელთა განცხადებით, 2017 წლის დეკემბრის თვეში მ. იაშვილის ბავშვთა კლინიკის გახმაურებული რეორგანიზაციის შემდეგ 2018 წელს რაოდენობრივი კვლევა ჩატარდა, რომელმაც მოიცვა 200 ექთანი და „გამოკვეთა ჯანდაცვის სფეროში არსებული კრიზისული მდგომარეობა“.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 95% კანონით დადგენილ 40 საათზე მეტს მუშაობს; 84.6%-ის ხელფასი 500 ლარზე ნაკლებია; 100% არ იღებს ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის ანაზღაურებას არც ჩვეულებრივ და არც უქმე დღეებში. 

კვლევის ძირითადი მიგნებები:

  • „კვლევის ერთ-ერთ მთავარ და საგანგაშო მიგნებას წარმოადგენს ექთნის საქმიანობის მავნეობა და სიმძიმე. არსებული შრომის პირობების მდგომარეობით ექთნების სამუშაო უნდა შედიოდეს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხაში.
  • გამოკითხული ექთნების 91% ქალია. დანარჩენი 9% ძირითადად სტუდენტია, რომელიც ექიმის პროფესიას ეუფლება.
  • კვლევამ აჩვენა, რომ ექთნები ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი სამუშაო ძალაა ქვეყანაში. კერძოდ გამოკითხულთა 84.6%-ის ხელფასი 500 ლარზე ნაკლებია.
  • სამედიცინო დაწესებულებებში არ არსებობს შრომის უფლებების რეგულირების მინიმალური სტანდარტები.
  • გამოკითხულთა 95% 40 საათზე მეტს მუშაობს.
  • გამოკითხულთა 100% არ იღებს ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის ანაზღაურებას.
  • გამოკითხულთაგან არც ერთს აქვს შესვენების დადგენილი გრაფიკი.
  • გამოკითხულთა 69% უკმაყოფილოა ცვლაში შესვენების დროით, ხოლო 30,5% ვერ სარგებლობს შებამისი ანაზღაურებადი შვებულებით.
  • ექთნების 87%-ს არ აქვს მოსასვენებელი ოთახი სამუშაო ადგილზე, ხოლო 80%-ს არ მიუწვდება ხელი სასადილოზე.
  • არც კერძო და არც სახელმწიფო დონეზე არ არსებობს სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებულთა სამუშაოს სიმძიმისა და დატვირთვის შესახებ რეგულაცია.
  • საშუალოდ ერთი ექთანი ემსახურება 11 პაციენტს“. 
  • ხელფასის სიმწირის გამო, გამოკითხულ ექთანთა 20,4% დასაქმებულია სხვა სამსახურშიც.
  • ექთნების 91,7% სხვა სამსახურის ქონის მიზეზად დაბალ ხელფასს ასახელებს.
  • მეორე სამსახურში სხვა პროფესიით დასაქმებულია გამოკითხულთა 31%.
  • ექთნების უმრავლეობას უწევს, როგორც პაციენტის მოვლა, ასევე სხვა საქმიანობის შესრულებაც. მაგ: გამოკითხული ექთნების 59,1% აღნიშნავს, რომ მათ უწევთ პალატებისა და განყოფილების ფართის დალაგებაც; ხოლო 46,6% ითვისებს ბიუროკრატიულ საქმიანობას. 

კვლევის მიხედვით:

  • „გამოკითხულთა 72,8% 10 წელზე მეტი ერთ სამუშაო ადგილზეა დასაქმებული.
  • 84,1% მიიჩნევს, რომ ფიზიკური დატვირთვა შეიძლება გახდეს სამსახურიდან წავლის მიზეზი.
  • 50,7% მიუთითებს მენეჯმენტის მხრიდან ცუდ დამოკიდებულებას სამსახურის შესაძლო დატოვების მიზეზად.
  • მიუხედავად, იმისა, რომ ქვყეანაში ექთნების რაოდენობა არაა სამარისი, გამოკითხულთა 89,5% დაბალ ხელფასს და 51,3% დაუფასებელ შრომას ასახელებს ექთნის პროფესიაზე უარის თქმის შესაძლოს მიზეზებად.
  • ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ ექთნების 85,5% საერთოდ არაა სავადმყოფების მართვის პროცესში ჩართული, ხოლო მათი 76% სრულებით გამორიცხულია განყოფილების მართვიდან.
  • საავადმყოფებს ხშირად მართავენ ბიუროკრატები. მაგ: კვლევიდან დგინდება, რომ გამოკითხულთა 88% მიუთითებს, იმაზე, რომ მენეჯერები სრულიად აკონტროლებენ საავადმყოფოს მართვის ყველა ასპექტს“. 

„თუ საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით ერთ ექთანზე საშუალოდ 4-6 პაციენტი მოდის, ჩვენს შემთხვევაში პაციენტთა რაოდენობა ძირითადად 11 შეადგენს; თუ საერთაშორისო პრაქტიკით მაღალი საათობრივი განაკვეთი 12 საათია, ჩვენს ქვეყანაში მინიმალური 16, ხოლო მაქსიმალური 24 საათიანი მორიგეობაა“, - აცხადებენ „სოლიდარობის ქსელის“ წარმომადგენლები.

მათივე განცხადებით, ქვეყანაში ექთნების მკვეთრი დეფიციტია, რადგან არ არსებობს არც მატერიალური და არც პროფესიული მოტივაცია ამ პროფესიის შენარჩუნებისთვის. რეგულაციების არარსებობის პირობებში კი ექთნების შრომისუნარიანობა დღითიდღე სუსტდება;

„ჩვენ გვყავს ექთნები, რომელთა სიცოცხლეს საფრთხე ექმნება მათი სამუშაო გრაფიკისა და დატვირთვის გამო. საბოლოოდ, ყოველივე პაციენტებზე აისახება!

პაციენტთა ჯანმრთელობა პირდაპირ დამოკიდებულია სამედიცინო პერსონალის შრომის პირობებზე. ექთნების შრომის პირობები, კი კაბალურია!“. 


კვლევის მეთოდოლოგია:

  • კვლევის ხასიათი: შეფასებითი და აღწერითი;
  • კვლევის მეთოდი: რეოდენობრივი;
  • კვლევის ინსტრუმენტი: სტრუქტურირებული კითხვარი;
  • გამოკითხვის ფორმა:  სატელეფონო და პირისპირ ინტერვიუ;
  • სამიზნე ჯგუფი: ექთნები;
  • გამოკითხულ ექთანთა რაოდენობა:  200;
  • კვლევაში შემავალ სამედიცინო დაწესებულებათა რაოდენობა: 10

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

15 ივნისი
15 ივნისი

ირაკლი კობახიძე: მოქალაქეთა ორი ჯგუფის დ ...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, როცა მოქალაქეთა ორი „საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი&ld ...
15 ივნისი
15 ივნისი

მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა შეთანხმდეს ...

სახალხო დამცველი 2019 წლის 14 ივნისს გამართულ აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. ომბუდსმენის განცხადებით, კონტრაქ ...
15 ივნისი
15 ივნისი

სალომე ზურაბიშვილი: არ ვეთანხმები დაპირი ...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 14 ივნისს კანცელარიასთან „თბილისი პრაიდის“ აქტივისტების გამართულ ა ...
^