Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე“ განცხადებების მიღება დაიწყო - რა სიახლეებია წელს

02 მარტი, 2019 11:49

1 მარტიდან კონკურსში - „მასწავლებლის ეროვნულ ჯილდო“ მონაწილეობის მისაღებად განცხადებების მიღება დაიწყო. განცხადებების მიღების ბოლო ვადა 20 აპრილია. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ელექტრონული სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით, ვებგვერდზე www.tprize.ge

შარშანდელისგან განსხვავებით, წელს მასწავლებლის წარდგენა არა მარტო სკოლებს შეეძლებათ არამედ ფიზიკურ პირებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებსაც. სიახლე არის ისიც, რომ წელს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება მხარი დაუჭიროს პროექტს და გახდეს ჯილდოს დონორი.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მოქმედ მასწავლებელს, რომელიც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო ან კერძო ავტორიზებულ სკოლაში. 

კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპისთვის გამოვლინდება კონკურსანტთა ათეული, ხოლო მესამე ეტაპზე, მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, ცნობილი გახდება იმ ხუთი ფინალისტის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, გახდება ”მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” მფლობელი.

კონკურსანტთა შერჩევის სამ-ეტაპიან პროცესს 18 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური წარმართავს. ჟიურიში შედიან განათლების სპეციალისტები, მეცნიერები, პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები.

შერჩევის კრიტერიუმები

მოსწავლეების სწავლის შედეგების დინამიკა;

სწავლების ინოვაციური და ეფექტური მიდგომების გამოყენება;

ზოგადსაკაცობრიო მოქალაქეობრივი ღირებულებებისა და პრინციპების სწავლება;

საზოგადოებრივი აღიარება და სამოქალაქო აქტივობა;

პროფესიული განვითარება და გამოცდილების გაზიარება.

წელს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კამპანიას ბაქსვუდის სკოლა და გიმნაზია „შავნაბადა“ უერთდებიან. ბაქსვუდის სკოლა გამარჯვებულ მასწავლებელს დიდ ბრიტანეთში პროფესიული განვითარების 2 კვირიან პროგრამას დაუფინანსებს. გიმნაზია „შავნაბადა“ სპეციალურ პრიზს საუკეთესო ხუთელიდან ერთ-ერთ მასწავლებელს გადასცემს.

გამარჯვებულს ფულადი პრიზის სახით, გენერალური სპონსორისგან  „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან გადაეცემა 10 000 ლარი.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ წელს მესამედ ტარდება და მიზნად ისახავს პროფესიის პოპულარიზაციას, წარმატებული მასწავლებლის გამოვლენასა და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას. 

გასულ წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდო ქალაქ ბაღდათის № 2 საჯარო სკოლის ინგლისურისა და რუსული ენების მასწავლებელს, მანანა კაპეტივაძეს გადაეცა. 

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წელს სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელს ლადო აფხაზავას გადაეცა. ლადო აფხაზავა 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ საუკეთესო 10 მასწავლებელს შორის მოხვდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ის გლობალური ჯილდოს ფინალშია. გამარჯვებული 24 მარტს გამოვლინდება. 

ვიდეო ►„მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ მიერ მომზადებული ვიდეო ლადო აფხაზავას შესახებ

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ დაწესდა კოალიციის „განათლება ყველასათვის“ ინიციატივით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით. ჯილდოს მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^