Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გაეროს ოფისის წინ ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტი გააპროტესტეს

04 მარტი, 2019 0:08

საქართველოში გაეროს ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართა. გურამ ფალავანდიშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, ლევან ჩაჩუა თანამოაზრეებთან ერთად შეიკრიბნენ. მათ ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტის განხილვის შეჩერება და პარლამენტიდან მისი გაწვევა მოითხოვეს.

„შეწყდეს ოჯახის ნგრევის, გარყვნილებისა და მამათმავლობის კულტივირება საქართველოში, გაუქმდეს ბაღებში ნეიტრალური გენდერის პროგრამა, შეწყდეს ლგბტ ლობიზმი სპორტში, აიკრძალოს სკოლებში საგანი „მე და საზოგადოება“. აღიკვეთოს გაეროს ტრენინგები საზაფხულო ბანაკებში, რადგან ისინი ითრევს ბავშვებს ჰომოსექსუალიზმის მიმღებლობაში, შეწყდეს გაეროს მიერ მომზადებული ბავშვთა უფლებათა კოდექსის ინიცირება პარლამენტში, ვინაიდან ის ემსახურება ოჯახის დანგრევისა და ლგბტ ცნობიერების პროპაგანდას ბავშვებში“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

მათი თქმით, კატეგორიულად მიუღებელია „იუნისეფის“ ის რეკომენდაციები, რომელზე დაყრდნობითაც ბავშვთა უფლებათა კოდექსის პროექტი მომზადდა. დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, კოდექსის პროექტში წარმოდგენილია გენდერული საკითხებისადმი მგრძნობელობის ამაღლების ნორმები და პარლამენტმა აღნიშნული კანონი არ უნდა მიიღოს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ივლისი
18 ივლისი

რა შანსები აქვს „რუსთავი2-ს“ გადაწყვეტილ ...

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ  ადამიანის უფლებათა ევროპის სასამა ...
18 ივლისი
18 ივლისი

სტრასბურგის გადაწყვეტილებით, კორტების სპ ...

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოაქვეყ ...
18 ივლისი
18 ივლისი

დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის განცხადებ ...

უცვლელად გთავაზობთ დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის დღევანდელ განცხადებას სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ...
^