Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„დიპლომატიის მხარდასაჭერად“ - აშშ სამხრეთ კორეაში ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნას წყვეტს

04 მარტი, 2019 17:52

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სამხრეთ კორეაში ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნის პროგრამა შეაჩერა. ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია დონალდ ტრამპისა და ჩრდილო კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის მეორე შეხვედრიდან ცოტა ხნის შემდეგ გავრცელდა. თუმცა, მაშინ, სამიტის დასრულებისას ამერიკულმა და კორეულმა მხარეებმა განაცხადეს, რომ შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა.

სამხედრო წვრთნა სამხრეთ კორეაში დიდი ხნის განმავლობაში კორეის ნახევარკუნძულზე ვითარების გამწვავების ერთ-ერთი წყარო იყო. 

სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა დიონ კუნ-დუმ აშშ-ის თავდაცვის მდივანთან განიხილა ამერიკისა და ჩრდილო კორეის დიალოგი, რომელიც კონკრეტულ შედეგებზეა ორიენტირებული.

კონსულტაციების შემდეგ სამხრეთ კორეის ხელისუფლების განცხადებით, დიპლომატიური ძალისხმევის მხარდასაჭერად ორი ყველაზე მსხვილი წვრთნის Key Resolve-სა და Foal Eagle-ის შეწყვეტა გადაწყდა.

ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნაში ათი ათასობით ამერიკელი ჯარისკაცი მონაწილეობდა. ბოლო სწავლება 2018 წელს კორეაში ოლიმპიური თამაშების წინ გაიმართა.

ჩრდილო კორეა ამ წვრთნებს ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხედ და ქვეყანაზე თავდასხმის ინსცენირებად აღიქვამდა და ეს იყო ჩრდილო კორეის ბირთვული პროგრამის შეუწყვეტლობის მთავარი საბაბი. ამერიკას წვრთნის შეწყვეტას ჩინეთიც სთხოვდა.

დონალდ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა, რომ სამხრეთ კორეაში სამხედრო სწავლების შეწყვეტის მიზეზი ფინანსების დაზოგვაა, მაგრამ არც ჩრდილო კორეის ფაქტორი გამორიცხა.

„მიზეზი, რატომაც არ მინდა სამხედრო წვრთნა სამხრეთ კორეაში, იმ ასობით მილიონი დოლარის დაზოგვაა, რომელიც არ აგვინაზღაურდება. ეს იყო ჩემი პოზიცია ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე, სანამ პრეზიდენტი გავხდებოდი. ამავდროულად, მისასალმებელია ჩრდილო კორეასთან დაძაბულობის შემცირებაც“, - წერს ტრამპი.

ამერიკელი სამხედრო პირების თქმით, ფართომასშტაბიან პროგრამებს შედარებით მცირე სამხედრო წვრთნა ჩაანაცვლებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^