Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩვენ არ ვეგუებით და არც შევეგუებით ტერიტორიების ოკუპაციას - სალომე ზურაბიშვილი

06 მარტი, 2019 13:20

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ოკუპაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს სვლა ნატოსა და ევროკავშირისკენ არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, არც აგრესიულ მიზნებს ისახავს.

„აქვე მინდა დავძინო, რომ ჩვენი  სვლა ნატოსა და ევროკავშირისკენ არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, არც რაიმე აგრესიულ მიზნებს ისახავს. სუვერენული ქვეყნის სუვერენული უფლებაა, უსაფრთხოებისა და თავდაცვის გამყარებისათვის მოკავშირეები თავისუფლად აირჩიოს.

ეს არჩევანი ვერ იქნება გამოყენებული  მუქარის საფუძვლად და გათვალისწინებულ შედეგს - ჩვენს დაშინებასა და გეზის შეცვლას -  ვერ გამოიღებს. ხომ ნათელია,  რომ რუსეთის მხრიდან მუქარის, აგრესიის, ზეწოლის, ომის, ოკუპაციის მიუხედავად, საქართველოს არ გადაუხვევია სახელმწიფოებრივი მშენებლობის, დემოკრატიის გამყარების, ეკონომიკის გაძლიერების, დამოუკიდებლობის განმტკიცების გზიდან. ეს არის მშვიდობიანი პოლიტიკის გამარჯვება ძალადობისა და მუქარის პოლიტიკაზე!

ჩვენ არ ვეგუებით და არც შევეგუებით ტერიტორიების ოკუპაციას, გატაცებებს და მცოცავ ხაზებს, რომელიც ძალადობისა და შანტაჟის პოლიტიკის ნაწილია. არც იმას ვეგუებით, რომ მოლაპარაკებების ფორმატები დღეს მხოლოდ ტექნიკურ დონეზე მიმდინარეობს. ჩვენს პარტნიორებთან ვისაუბრე მაღალი პოლიტიკური ფორმატის განახლების აუცილებლობაზე. მათ უნდა გააგებინონ რუსეთს, რომ 21-ე საუკუნეში   ნულოვანი ჯამის თამაში არავის ინტერესში აღარ არის და აგრესიული პოლიტიკა წარსულში  ჩარჩენის გზაა." - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 აპრილი
22 აპრილი

დასაბუთებული ეჭვი გვაქვს, რომ [პანკისში] ...

დღეს საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის (GREDA) ორგანიზებით მრგვალი მაგიდა გაიმართა, რომელზეც ენ ...
22 აპრილი
22 აპრილი

ზურაბიშვილი ამერიკულ ტელეარხ CBS-ს მოუწო ...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკულ ტელეარხ CBS-ს ტვიტერზე მიმართავს, რომ სერიალ „საზღვაო პოლი ...
22 აპრილი
22 აპრილი

„არა ჰესებს და რეპრესიებს პანკისში!“ - დ ...

„სოლიდარობა პანკისელებს! არა რეპრესიებს! არა ჰესებს პანკისში!“, - დღეს, 19 საათზე, თბილისში, პარლამენტის წინ ...
^