Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შენგელია სამინისტროს შიდააუდიტის უფროსს კორუფციაში ადანაშაულებს და პროკურატურას მიმართავს

07 მარტი, 2019 12:15

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილმა ბაჩანა შენგელიამ დღეს პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა, შენგელია განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელს გიორგი ქოჩიშვილს კორუფციაში ადანაშაულებს. 

საქმე ეხება შპს შპს საგანმანათლებლო საკონსულტაციო ჯგუფის საქმიანობას, რომელიც წლების განმავლობაში სკოლებს ადმინისტრაციულ მომსახურებას სთავაზობდა. ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ კომპანიის 70%-იან წილს სამინისტროს შიდააუდიტის სამსახურის უფროსის გიორგი ქოჩიშვილის ნათესავი ფლობდა, რომელმაც მოგვიანებით წილი სხვა პირს აჩუქა.  მიუხედავად იმისა, რომ ჯონი სამხარაძეს დღესდღეობით წილი კომპანიაში აღარ აქვს, ბაჩანა შენგელია მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ სამინისტრო დაინტერესდეს და გამოიკვლიოს აღნიშნული საკითხი. სწორედ ამ მიზნით დღეს მან პროკურატურასაც მიმართა. 

როგორც „ლიბერალს“ ბაჩანა შენგელიამ განუცხადა, პროკურატურას დოკუმენტაციაც წარუდგინა,- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან და 200-მდე სკოლის სია, რომლებთანაც აღნიშნულ შპს-ს ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული. 

შესაძლო კორუფციაზე ბაჩანა შენგელიას ბრალდება და განათლების სამინისტროს პოზიცია

შპს საგანმანათლებლო საკონსულტაციო ჯგუფი

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, შპს საგანმანათლებლო საკონსულტაციო ჯგუფი 2014 წლის თებერვალში დაფუძნდა. 2015 წლის ივლისამდე კომპანიის წილები მის დირექტორს - თათია ზარქუასა (50%) და ნათია სორდიას (50%) ეკუთვნოდა. 2015 წლის ივლისში  ჩუქების ხელშეკრულებით 70% წილი ჯონი სამხარაძეს გადაეცა. 2015 წლის 23 სექტემბერს კი ჯონი სამხარაძემ ასევე ჩუქების ხელშეკრულებით 70%-იანი წილი ნათელა ლობჯანიძეს გადასცა. ამჟამად კომპანიის დირექტორი და 30%-იანი წილის მფლობელი თათია ზარქუაა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ტენდერების მონიტორინგის მიხედვით, სადაც მონაცემების ბოლო განახლება 2018 წლის იანვარში მოხდა, შპს საგანმანათლებლო საკონსულტაციო ჯგუფს ხელშეკრულება 3068 გამარტივებულ შესყიდვაზე აქვს დადებული. ხელშეკრულებების საერთო ღირებულება კი 1 900 938 ლარია. ხელშეკრულებები როგორც თბილისის, ასევე რეგიონების საჯარო სკოლებთან არის დადებული, ძირითადად, ადმინისტრაციული მომსახურების გაწევის მიზნით. 

კომპანიის საქმიანობის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, „ლიბერალი“ სკოლის დირექტორებს დაუკავშირდა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ისინი აცხადებენ, რომ ამჟამად კომპანიის მომსახურებით აღარ სარგებლობენ, რადგან კომპანიასთან ბოლოს დადებული ხელშეკრულება შეთანხმების საფუძველზე გაუქმდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 აპრილი
18 აპრილი

გიორგი ქობულიას გათავისუფლების შესახებ ბ ...

პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ხელი მოაწერა ბრძანებას ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესა ...
18 აპრილი
18 აპრილი

აშშ-ის საელჩო: თვალყურს ვადევნებთ აჭარის ...

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, ნათია კაპანაძის შესაძ ...
18 აპრილი
18 აპრილი

საუდის არაბეთიდან გამოქცეული დები თავშეს ...

შიანაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საუდის არაბეთის მოქალაქეებიის,  მაჰა და ვაფა ალ-სუბაიებს შსს-ს  მიგრაცი ...
^