Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს: ზუგდიდში „ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღებაში შსს-ს თანამშრომელი მონაწილეობდა

07 მარტი, 2019 13:53

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  ზუგდიდში „ლიბერთი ბანკის" ინკასატორების დაყაჩაღების ფაქტზე დაკავებულთა შორის ერთ-ერთი სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია.

ინფორმაცია თავდაპირველად „რადიო თავისუფლებამ“ გაავრცელა. 

„1964 წელს დაბადებული ო.ხ. არის ომის ვეტერანი, ის სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში რიგით პოზიციაზე 2004 წლიდან არის დასაქმებული“,-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

შსს-ს ცნობით, სამინისტრომ ზუგდიდში „ლიბერთი ბანკის" ინკასატორების დაყაჩაღების ფაქტი გახსნა. პოლიციამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: 1980 წელს დაბადებული გ.ჯ. და 1964 წელს დაბადებული ო.ხ. ბრალდებულის სახით ზუგდიდში დააკავა.

დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^