Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დავით კირკიტაძის საქმის მოსამართლის შესახებ განცხადებას ავრცელებს

13 მარტი, 2019 16:23

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ეხმაურება გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ცალკეული პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

„12 მარტს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძის პროცესი გაიმართა. სხდომას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. სასამართლო სხდომაზე ცალკეული პოლიტიკოსები მოსამართლის მისამართით არაეთიკურ გამონათქვამებს არ მოერიდნენ და მცდელობა ჰქონდათ, ვითარება სამართლებრივი ჩარჩოდან გასულიყო. მოსამართლის მიმართ ადგილი ჰქონდა მუქარას, აბსურდულ ბრალდებებსა და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს.

გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა. გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს წლების წინ მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ პირი ცოცხალი ადამიანის მკვლელობისთვის გაასამართლა. მსგავსი შინაარსის საქმეზე ნუნუ ნემსიწვერიძეს განაჩენი არ დაუდგენია.

შევახსენებთ პოლიტიკოსებს, რომ ნებისმიერი მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, საქმის განხილვისას ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. შესაბამისად, მიუღებელია მოსამართლის გადაწყვეტილების დაკავშირება პოლიტიკურ მოტივებთან მხოლოდ იმიტომ, რომ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის არგუმენტებს არ დაეთანხმა პროცესის მონაწილე მხარე.

❗️ დაუშვებელია სასამართლო სისტემასა და მოსამართლეებზე პოლიტიკური ზეწოლის მცდელობა მათზე მუქარით, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით და შეურაცხმყოფელი, არაეთიკური გამონათქვამებით, რაც მიზნად ისახავს სასამართლო კორპუსის დისკრედიტაციის მცდელობით მართლმსაჯულების მიმართ საზოგადოებაში უნდობლობის გაჩენას", - ნათქვამია განცხადებაში. 

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ „ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით კირკიტაძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა, რასაც პარტიია პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია Facebook-ზე გამოეხმაურა: 

„ამ ქალბატონს ყველა უნდა იცნობდეს. კაკო ყაჩაღივით ბავშვმაც კი უნდა იცოდეს, ვინაა ნუნუ ნემსიწვერიძე.

ესაა მოსამართლე, ვინც ცოცხალი ადამიანის ’მკვლელობის’ გულისთვის გაასამართლა კაცი და შემდეგ ეს ‘მოკლული’ ცოცხალი აღმოჩნდა.

ესაა მოსამართლე, რომელიც წინასწარი პატიმრობიდან არ უშვებს დათო კირკიტაძეს - მიიმალებაო.

თავმოყვარე სახელმწიფო ამ ქალბატონს 2 ბატს არ უნდა ანდობდეს, მაგრამ ივანიშვილმა მას მილიონობით მოქალაქის ბედი ანდო, თან სამუდამოდ - უვადო მოსამართლედ გაამწესა 2019 წლის 15 თებერვლიდან".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 ივლისი
16 ივლისი

წიგნის ცენტრის და მწერალთა სახლის რეორგა ...

„საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლის საფუძველზეც ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და მწერალთა სახლის რეორგან ...
15 ივლისი
15 ივლისი

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევერები ...

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანი დოლიძე მიიჩნევენ, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესში მათ ...
15 ივლისი
15 ივლისი

„მაკნატუნას“ დირექტორი კომპანიის შემოწმე ...

შპს „მაკნატუნას“ დირექტორი ემზარ სოხაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მათ მიერ წარმოებულ ...
^