Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კონკრეტული ტაძრების წარმომავლობის იდენტიფიკაციისთვის საჭიროა არქეოლოგების ჯგუფების ჩართვა - ზურაბიშვილი გარეგინ II-ს

15 მარტი, 2019 11:06

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც სომხეთის რესპუბლიკაში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სომხური ეკლესიის მეთაურს გარეგინ II-ს შეხვდა. სომხური ეკლესიის მეთაურმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას საქართველოში არსებული ისტორიული ძეგლების შესახებ ისაუბრა.

შეხვედრის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს:

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო პასუხისმგებელია მის ტერიტორიაზე არსებული ძეგლების აღდგენაზე. ეს უნდა გაკეთდეს ნაბიჯ-ნაბიჯ, რადგან ყველა ეკლესიის აღდგენა ერთდროულად ვერ მოხერხდება.

„ჩვენ შეგვიძლია მეცნიერულად შევისწავლოთ თითოეული ეკლესია, რომელიც მიგაჩნიათ საჭიროდ, რადგან ეს არის საკითხის ერთადერთი გადაწყვეტა. კონკრეტული ტაძრების წარმომავლობის იდენტიფიკაციის მიზნით საჭიროა არქეოლოგების ჯგუფების ჩართვა", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ხანგრძლივი საუბარი შედგა ოკუპირებული აფხაზეთის შესახებ.

გარეგინ II -ის განცხადებით, აფხაზეთი არის სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის  კანონიკური ტერიტორია, ეს არის ფაქტი, რაც წერილობითი ფორმით არის დადასტურებული.

საქართველოს პრეზიდენტმა  სომხური ეკლესიის მეთაურთან დააფიქსირა  მისი მკვეთრი პოზიცია აფხაზეთში მდებარე სომხური ეკლესიის სომხეთის სამოციქულო ეკლესიის სამხრეთ რუსეთის ეპარქიისთვის დაქვემდებარებასთან დაკავშირებით. 

ეს გადაწყვეტილება აღიქმება სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მხრიდან  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების დარღვევად და მოსთხოვა კათოლიკოსს გადაწყვეტილების დროულად შეცვლა და აღნიშნული ეკლესიის და სამრევლოს წინამძღვრის  სომხეთის ეკლესიის საქართველოს ეპარქიის იურისდიქციის ქვეშ დაქვემდებარება, როგორც ეს  ისტორიულად იყო. 

სომხური ეკლესიის მეთაურმა დასძინა, რომ ,,ამ დროებითი ზომის მიუხედავად, სომხეთის სამოციქულო ეკლესია აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ სომხურ სამრევლოებს აღიარებს სომხური ეკლესიის საქართველოს ეპარქიის დაქვემდებარებაში", - პრეზიდენტი ამ განცხადებას მიესალმა და აღნიშნა, რომ დროებით ზომას შეთანხმებული გამოსავალი უნდა მოეძებნოს.

სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრსას ოკუპირებული გალის რაიონში, რამდენიმე დღის წინ მომდარ ტრაგედიაზე და საქართველოს ევროკავშირთან სამომავლო ურთიერთობებზე გაამახვილა  ყურადღება.

,,ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. ეს ჩემი მეორედ ჩამოსვლაა ეჩმიაძინში, ადრე გესტუმრეთ, როცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყაავი, ახლა კი, როგორც პრეზიდენტისთვის დიდი პატივია აქ ყოფნა.

ჩვენი მხრიდანაც მინდა გადმოგცეთ ჩვენი პატრიარქის მოკითხვა, მისი მეგობრული და სულიერი სალამი და მისი ურყევი მეგობრობის გამოხატულება, რაც არსებობს ჩვენს ორ ეკლესიასა და ქვეყნებს შორის.

დღევანდელ მსოფლიოში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ორი ქვეყანა, კავკასიის რთულ რეგიონში, ორ ეკლესიაზე და ამ ეკლესიის ქრისტიანულ რელიგიაზეა დაფუძნებული.  

დარწმუნებული ვარ, რომ ეს ღირებულებები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის, ქვეყნებისა და  რეგიონებისთვის, მაგრამ არანაკლებ, დანარჩენი მსოფლიოსთვის, სადაც იკარგება ეს სულიერი მხარე და სადაც  უფრო ძლიერდება მატერიალური მხარე.

საქართველოსათვის ევროკავშირთან დაახლოება და ინტეგრირება ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, თუმცა, როცა საუბარია ევროკავშირის ხელმძვანელობასთან ჩვენს მომავალ გეგემბზე, მე ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რომ საქართველოც საჭიროა ევროკავშირისათვის, და არა მხოლოდ ევროკავშირი საქართველოსათვის. საჭიროა სწორედ იმიტომ, რომ ამ ღირებებულებების მატარებელი ქვეყანაა და ერთგვარი კონსერვაციაა ამ ქვეყნებში და ასევე აქ, იმ ღირებულებების, რაზეც დგას მსოფლიო ცივილიზაცია.

ამ კუთხით ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პოტენციალი, მაგრამ ამავე დროს ვცხოვრობთ ძალიან რთულ რეგიონში და ვიცით, რომ ამ რეგიონში არსებული გამოწვევებიდან გამოსავალი  და სხვა ალტერნატივა არ არის,  თუ არა ის, რასაც ქრისტიანობა ამბობს - ანუ მშვიდობიანი გზა. საქართველო იქცევა, როგორც ქრისტიანული ქვეყანა, მშვიდობიანია თავის ყველა მეზობელთან და ამის გარდა აქვს ღია კარის პოლიტიკა და ამის მაჩვენებელია ის კომპაქტურადა დასახლებული აზერბაიჯანული და სომეხური წარმოშობის მოსახლეობა, რომლებიც თავისუფლად და სრულიად დაცულად  ცხოვრობს საქართველოში.

რაც ეხება ჩვენს ორ ოკუპირებულ ტერიტორიას, აქაც ჩვენი პოლიტიკა სრულიად მშვიდობიანია და ხელისუფლების მიერ  ჩამოყალიბებული ახალი პოლიტიკა მშვიდობიანი ნაბიჯებისგან შედგება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მიმართ, რომ მათ გავუწოდოთ ხელი და დავეხმაროთ ყველა კუთხით - განათლების, ჯანდაცვისა თუ ეკონომიკური წამოწყებებით.

სამწუხაროდ, ის მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებული ხაზის იქით, აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, აყვანილნი არიან მძევლად და ბოლო პერიოდში, შეიძლება ეს არის პასუხი ჩვენს მშვიდობიან ნაბიჯებზე - ძალიან შეზღუდულია ამ მოსახლეობისათვის გადმოსვლის საშუალება.

დიდი ხნის განმავლობაში ჩაკეტილი  იყო გადმოსასვლელი პუნქტები, რამაც შექმნა საკმაოდ მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა. 

ასევე, იცით რომ ოკუპაციის ხაზზე ძალიან დაძაბული მდგომარეობაა, სადაც გატაცებები გახშირდა, რაც ზოგჯერ ტრაგიკულდ მთავრდება, როგორც რამდენმე დღის წინ, ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა, რაც ოკუპაციის ხაზის ჩვენს მხარეს ძალიან რთულ მდგომარეობას ქმნის, თუნდაც იმ მოსახლეობისათვის, რომელიც აგრძელებს ცხოვრებას ამ ძალიან მძიმე პირობებში.

რაც ეხება, მეორე მხარეს, პრაქტიკულად აკრძალულია ქართული ენის სწავლა, რომ არაფერი ვთქვათ,  იმაზე, რომ წირვა ქართულ ენაზე საერთოდ არ აღევლინება. 

ერთი საკითხი, რომელიც უნდა გადმოგცეთ პატრიარქისგან  ეხება სომხურ ეკლესიებს აფხაზეთში, ეს არის არსებული ეკლესიები და ახალი აშენებული ეკლესიები, რომლებიც ექვემდებარებიან მეტროპოლიტს რუსეთში. პატრიარქის სიტყვებია, რომ ეს არის ძალიან დიდი გულისტკივილი, რომ არ დაირღვეს სწორედ ჩვენი სუვერენიტეტი ჩვენს ტერიტორიაზე უფრო სასურველი იქნება, რომ დაექვემდებარონ საქართველოს ეპარქიას, ან თუნდაც თქვენ, თქვენო უწმინდესობავ",- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

სომხური ეკლესიის მეთაურის განცხადებით, მსოფლიოში გაფანტული სომეხი ერისთვის ძალიან  მნიშვნელოვანია ამ სულიერი ღირებულებებისა და ფასეულობების შენარჩუნება.

,,ჩვენ არ გვინდა ვისაუბროთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან სომხეთის ურთიერთობაზე, ამის შესახებ თქვენთვის ყველაფერი ცნობილია, კერძოდ ყარაბახის პრობლემა და ჩვენი სიძნელეები რასაც ჩვენ ვაწყდებით.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობით და მინსკის ჯგუფის ძალისხმევით მშვიდობიანად მოგვარდება ყველაფერი, უზრუნველყოთ მშვიდობიანი სიცოცხლე ყარაბახში, ჩვენი შვილებისთვის.

მოხარული ვარ ვთქვა, რომ ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის მზად არის კონფლიქტები მოაგვაროს მშვიდობიანი გზით", - აღნიშნა გარეგინ II-მ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 სექტემბერი
19 სექტემბერი

სასამართლო ოქრუაშვილს ნახევარმილიონიან გ ...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისის აქციების მოვლენების გამო დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქ ...
19 სექტემბერი
19 სექტემბერი

კვირის კომიქსი: „ლელო"

ავტორი: სალომე ჯოხაძე
19 სექტემბერი
19 სექტემბერი

ვიდეო ► არასრულწლოვნების პორნოგრაფიისა დ ...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზ ...
^