Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„გალტ ენდ თაგარტმა“ კრისტალის 15 მილიონი ლარის 2 წლიანი ობლიგაციები გამოუშვა

15 მარტი, 2019 14:09

გალტ & თაგარტმა მიკროსაფინანსო  ორგანიზაცია კრისტალის 15 მილიონი ლარის ღირებულების, 2 წლიანი ობლიგაციების წარმატებით გამოშვებაზე განაცხადა. ხსენებულ ობლიგაციებზე საპროცენტო განაკვეთი რეფინანსირების განაკვეთის + 4%-ით განისაზღვრა.

„კრისტალს“ საქართველოსა და რეგიონში, როგორც არასაბანკო საფინანსო სექტორის მოთამაშეს, ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი აქვს მინიჭებული სარეიტინგო კომპანია ფიტჩისგან (Fitch Ratings) B/Stable. აღნიშნულმა რეიტინგმა და კომპანიის ისტორიულად თანმიმდევრულმა ფინანსურმა შედეგებმა განაპირობა ინვესტორების მაღალი ნდობა და ინტერესი ფასიანი ქაღალდის მიმართ. კრისტალის კორპორატიული ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსდება.  

ობლიგაციებით მოზიდული სახსრების მნიშვნელოვანი ნაწილი „კრისტალი“-ს ქალი მეწარმეებისთვის სესხის შეღავათიან პირობებში შეთავაზებას, ბიზნეს უნარებისა და ცნობიერების ამაღლებას, ასევე მათი საქმიანობის განვითარებას მოხმარდება. ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ქალებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ და „კრისტალი“, როგორც ამ ეკონომიკის ნაწილი თავისი წვლილის შეტანას, მისი ქალი მეწარმეების გაძლიერებით შეეცდება.

„კრისტალი”, მოხარულია გამოაცხადოს კორპორაციული ობლიგაციის რიგით მეორე განთავსება, რაც მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც ჩვენთვის, ასევე ქვეყნის ფასიანი ქაღალდების ბაზრისთვის. „მინდა მადლობა გადავუხადო ემისიის განხორციელების აგენტის, „გალთ & თაგარტის“ მთელ გუნდს და ასევე, საქართველოს ეროვნულ ბანკს მათი მხარდაჭერისათვის. აღსანიშნავია, რომ ობლიგაციის განთავსებით მიღებული სახსრები მოხმარდება ქალი მეწარმეების ეკონომიკურ გაძლიერებას და მათი მიკრო-ბიზნესის მზარდ მცირე საწარმოებად ტრანსფორმაციას“, - განაცხადა „კრისტალი“-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, არჩილ ბაკურაძემ.

„მინდა მივულოცო „კრისტალის“ მთელ გუნდს წარმატებული ემისია. ეს კრისტალისთვის  უკვე რიგით მეორე წარმატებული საჯარო ემისიაა ქართულ კაპიტალის ბაზარზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებტს ინვესტორების ნდობას ამ ორგანიზაციის მიმართ. ასევე, მინდა ეს ტრანზაქცია მივულოცო „გალტ & თაგარტის“ მთელ გუნდს, რომელიც საკუთარი  გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის წყალობით, გახდა საინვესტიციო-საბანკო მომსახურების მიმწოდებელი წამყვანი კომპანია ქვეყანაში“, - განაცხადა „გალტ & თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა , ოთარ შარიქაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^