Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ციხელაშვილი: ხურვალეთში რუსი ოკუპანტები საოკუპაციო ხაზის მიღმა იდგნენ

15 მარტი, 2019 17:44

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ დიდ ხურვალეთში რუსი ოკუპანტები საოკუპაციო ხაზის მიღმა იდგნენ. მისი თქმით, რუსმა ჯარისკაცებმა უკვე დატოვეს ტერიტორია, „სადაც ისინი იყვნენ განლაგებულები - საოკუპაციო ხაზს მიღმა". მან ყველას მოუწოდა, მაქსიმალური სიფრთხილე და პასუხისმგებლობა გამოიჩინონ.

„არ დაფიქსირებულა ინციდენტი ან გადმოსვლისა ან წვდომისა ან რაიმე ტიპის დამატებითი ბარიკადების მშენებლობისა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. სრულიად არის თავისუფალი მიმოსვლა აღდგენილი, მოსახლეობისთვის არც შეზღუდულა, არანაირ ინციდენტს არ ჰქონია ადგილი. მინდა ვთხოვო ყველას, მედიას, რომ ვიყოთ აღჭურვილი მაქსიმალური სიფრთხილით და პასუხისმგებლობით, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ამ მოცემულობაში, როცა ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული, მავთულხლართების მიღმა, დიახ, სამწუხაროდ, დგანან რუსი ჯარისკაცები. არის ძალიან მძლავრი სამხედრო ბაზები და ამ პირობებში ჩვენი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანაა, თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი პროვოკაცია, ამ პასუხისმგებლობისგან არც პოლიტიკოსები, არც ხელისუფლება, არც აქტივისტები არ თავისუფლდება. ეს არის ჩვენი საერთო სიკეთის, ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის.

იყო გარკვეული განცხადებები აქტივისტების მხრიდან, რომელიც არ შეეფერება სიმართლეს და დამატებით კიდევ გარკვეული დაძაბულობას აჩენს, ისედაც ოკუპაციის პირობებში ცხოვრება არის ძალიან რთული ფაქტორი და არ არის საჭირო, გარკვეულ პროვოკაციებს წამოვეგოთ" - თქვა მინისტრმა.

ხურვალეთში რუსი ოკუპანტების გამოჩენის შესახებ ინფორმაცია ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელმა ლუდა სალიამ გაავრცელა. მისი თქმით, რუსი სამხედროები მოსახლეების ეზოებში იყვნენ. ადგილზე მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტია“ და „ანტისაოკუპაციო მოძრაობა“ ჩავიდა, რომლის წარმომადგენლებსაც სოფელში არ უშვებდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ყოფნა არ დაადასტურეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^