Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩემი ქმედება არ შეესაბამებოდა პარლამენტის წევრის ეთიკას, ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას - კახიძე

18 მარტი, 2019 13:21

„ევროპული საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძის თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მასსა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ირაკლი ბერაიას შორის მომხდარი ინციდენტი მას არ დაუწყია. მისი თქმით, მან შენიშვნა გამოთქვა რეგლამენტის დარღვევით წარმოებულ პროცედურაზე, რაზეც ბერაიამ არაკორექტულად უპასუხა კახიძეს. 

ოთარ კახიძე საზოგადოებას მომხდარის გამო ბოდიშს უხდის. 

„მე შენიშვნა გამოვთქვი რეგლამენტის დარღვევით წარმოებულ პროცედურაზე, მივმართე კომიტეტის თავმჯდომარეს. რის შემდეგაც ჩემმა კოლეგამ, ბატონმა ირაკლი ბერაიამ თავს უფლება მისცა და არაკორექტულად მომმართა, რასაც მე გავეცი პასუხი. ჩემი აზრით, ჩემი ქმედება არ შეესაბამებოდა პარლამენტის წევრის ეთიკას და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, რა თქმა უნდა, მაყურებელს, ვინც ამას თვალ-ყური ადევნა. უბრალოდ ზოგჯერ თავის შეკავება არც ისე ადვილია, თუმცა ჩემს ქმედებას ეს მაინც არ ამართლებს. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დეპუტატები ოთარ კახიძე და ირაკლი ბერაია ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად  ">დაუპირისპირდნენ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^